რეზონანსი
(24.04.2024)

ქუთაისში, იურისტი ჟურნალისტის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობის და ადევნების ბრალდებით დააკავეს

„რუსთავი2-ის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში იურისტი ლევან ჭელიძე დააკავეს.

მას გამოცემა "ქუთაისი თუდეის" ხელმძღვანელის, ჟურნალისტ სერგი ჩივაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისა და ადევნების ფაქტზე წარუდგინეს ბრალი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ გამოძიება 115-ე და 151-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

წყარო: „რუსთავი2"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე