რეზონანსი
(24.04.2024)

უკრაინა, დასავლეთ ბალკანეთი, მოლდოვა და საქართველო უყურებენ ევროპას იმ იმედით და რწმენით, როგორც ჩვენ 2004 წელს გაფართოების დროს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტში განაცხადა, სადაც ევროკავშირის გაფართოების 20 წლის იუბილე აღინიშნა.

„ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრი გამოწვევა გვქონდა და ამ გზის გავლა მარტივი არ იყო. სიძნელეების და იმედგაცრუების მიუხედავად ევროკავშირი ყველაზე საუკეთესო გარანტიაა ჩვენი ხალხისთვის. ევროკავშირში გაწევრიანებით ქვეყნების ტრანსფორმაციის მაგალითი აშკარაა. ამას ვხედავთ და ყველა წევრ ქვეყანაში ვგრძნობთ“, - განაცხადა მეცოლამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე