რეზონანსი
(23.04.2024)

აშშ-ის მხრიდან დახმარების ახალი პაკეტის მიღების შემდეგ უკრაინას ომისთვის ახალი გეგმა დასჭირდება - როგორც სააგენტო Bloomberg-ი წერს, ერთი წლის წინ, კითხვაზე, როგორი უნდა იყოს უკრაინის გეგმა, პასუხი ნათელი იყო - უკრაინას ყველა ოკუპირებული ტერიტორია უნდა დაებრუნებინა; თუ ადრე ეს შესაძლებელი იყო, ახლა უკვე შეუძლებელია.

„დახმარების მიწოდების შეწყვეტას მოჰყვა ადამიანური მსხვერპლი, ტერიტორიების და სამხედრო ინიციატივის დაკარგვა, რისი აღდგენაც რთული იქნება. ახლა საჭიროა ომის დასრულების ახალი, შესრულებადი და თანმიმდევრული სტრატეგია, რომლის საბოლოო მიზანიც კონფლიქტის მოგვარება იქნება“, - წერს Bloomberg-ი.

ამასთანავე, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები მაშინ უნდა გაიმართოს, როცა კრემლი გაიაზრებს, რომ ომის გაგრძელებით უკვე ვერაფერს მოიგებს.

„მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად მივიდეს ფრონტამდე საარტილერიო ჭურვები“, - წერს გამოცემა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე