რეზონანსი
(22.04.2024)

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში 2023 წლის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნდა. 68-გვერდიან დოკუმენტში წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესებია მიმოხილული.

ადამიანის უფლებების კონტექსტში ყურადღება გამახვილებულია პატიმრებზე, სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებსა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე, მედია გარემოზე, ლგბტ+ თემის უფლებების დარღვევაზე და სხვა.

კერძოდ, სახდეპის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდრო ცნობებს შემდეგ შემთხვევებზე:

• წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა

• თვითნებური დაკავებები

• სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამოძიებასთან და დევნასთან დაკავშირებული, რომლებიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული

• კონფიდენციალურობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში

• გამოხატვისა და მედია თავისუფლებებთან მიმართებაში სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ძალადობისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებული.

• არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში

• სერიოზული კორუფცია ხელისუფლებაში

• დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ+ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.

"2023 წლის განმავლობაში, ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე, გაიმართა მასშტაბური საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას საფრთხეს შეუქმნიდა. [გასული წლის] დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭირა, შემდგომი პროგრესის მისაღწევად 9 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, მართლმსაჯულების რეფორმები და ადამიანის უფლებების გაუმჯობესება.

ხელისუფლებამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მისამართით, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ჯარი უჭერდა მხარს. სერიოზულ პრობლემებს ადამიანის უფლებების ნაწილში ოკუპირებულ რეგიონებში წარმოადგენდა: მკვლელობები, თვითნებური დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ. რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები დანაშაულს დაუსჯელად სჩადიოდნენ", - წერია ანგარიშში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე