რეზონანსი
(22.04.2024)

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაარწმუნა უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რომ სენატის მიერ დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს აშშ-ის სამხედრო დახმარების კანონს.

„მე მქონდა სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტთან [ჯო ბაიდენთან], წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრის შედეგების შემდეგ. პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ სენატის მიერ [კანონის] დამტკიცების შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ მოაწერს ხელს კანონს. მადლობელი ვარ ჯო ბაიდენის უკრაინის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე