რეზონანსი
(22.04.2024)

კახეთში, საგარეჯოში სეტყვა იყო. დასეტყვილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, კერძოდ, მანავი, კაკაბეთი,დიდი ჩაილური და პატარძეული.

ადგილობრივების თქმით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის შესახებ დილით გახდება ცნობილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე