რეზონანსი
(19.04.2024)

არ შეიძლება, საქართველო და რუსეთი ერთ სიბრტყეზე დააყენო და საქართველოსგან და რუსეთისგან ერთი და იგივე რამეს ელოდე, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა გამჭვირვალობის კანონის შესახებ განაცხადა.

„ეს კანონი არ არის არც რუსული და არანაირად დაკავშირებული რაიმე რუსულ სტილთან. არ შეიძლება, საქართველო და რუსეთი ერთ სიბრტყეზე დააყენო და საქართველოსგან და რუსეთისგან ერთი და იგივე რამეს ელოდე. ეს არის პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა. საქართველოს არასდროს არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ მსგავსი ეჭვები ან ფიქრი არსებობდეს, რომ საქართველომ რაიმე შეიძლება გააკეთოს ისე, როგორც ამას აკეთებს რუსეთი", - განაცხადა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე