რეზონანსი
(18.04.2024)

თუ ჩვენი პარტნიორები წარმოადგენენ არგუმენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქამდე არც ერთი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი, - ამის შესახებ გაჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„როდესაც ჩვენ ვართ მართლები, ეს იცის ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მაგრამ ჩვენ გვსურს, რომ ეს კიდევ ერთხელ საჯაროდ განხილვის საგნად იქცეს, რათა არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩეს ამ კანონპროექტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. თუ ჩვენი პარტნიორები წარმოადგენენ არგუმენტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ, მაგრამ აქამდე არც ერთი არგუმენტი არ იქნა წარმოდგენილი. მოდით, ვკითხოთ ჩვენ საზოგადოებას -საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ისე, რომ არგუმენტს არ ეუბნებიან, ყველაფერზე რომ თანხმობა ეთქვა, რამდენად მოსაწონი იქნებოდა ეს ჩვენი საზოგადოებისთვის?" - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე