რეზონანსი
(18.04.2024)

აშშ-ის დახმარება უკრაინის შემდგომი სამხედრო მოქმედებების პროვოცირებას იწვევს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

დიმიტრი პესკოვი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, უკრაინის დახმარების კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატა კენჭს შაბათს უყრის.

„ნებისმიერ შემთხვევაში, დახმარების ნებისმიერი სახით გაწევა, უკრაინის შემდგომი საბრძოლო მოქმედებების პროვოცირებაზე საუბარია, რაც აშშ-სთვის გარანტირებულ სარგებელს უზრუნველყოფს. რაც არ უნდა თქვას ვინმემ, ამერიკელები საკუთარ თავს არ ივიწყებენ. ნებისმიერი დახმარების რეჟიმი უპირველეს ყოვლისა იმ სიტუაციას უზრუნველყოფს, როდესაც გამოყოფილი თანხების ძალიან დიდი ნაწილი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში რჩება", - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის ვალებით დამძიმება ხდება, რაც აშშ-ის კოლონიური პოლიტიკაა.

„უკრაინამ ახლა არა მხოლოდ იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ ამერიკელებს მოგება მოუტანოს, არამედ უკანასკნელ უკრაინელამდეც. ასევე, მათ ვალებით ამძიმებენ, ეს აშშ-ის საყვარელი კოლონიური პოლიტიკაა. ეს ფრონტის ხაზზე სიტუაციის განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, რომელიც უკრაინელებისთვის ხელსაყრელი არ არის, ყველა სპეციალისტი და ნახევრად სპეციალისტი შეუიარაღებელი თვალით ხედავს. ამიტომ ეს ვერაფერს ვერ შეცვლის", - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე