რეზონანსი
(29.03.2024)

„ვალენსიას" X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდა. სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს.

„მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები „ევრო 2024"-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხვდებით შაბათს, „მესტალიაზე", მალიორკასთან მატჩზე", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზეა - 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში, ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საბერძნეთი დაამარცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე