რეზონანსი
(29.03.2024)

არავის მიეცემა საშუალება, რომ ლგბტ დიქტატურისკენ წაიყვანოს ქვეყანა, რის ნიშნებსაც მსოფლიოში ვხედავთ, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა და დაამატა, რომ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები ვინმეს პირად ცხოვრებაში შეჭრას არ გულისხმობს.

„ჩვენი კანონპროექტი ითვალისწინებს ოჯახური, ტრადიციული და რელიგიური ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავდროულად, ის არ ეხება ადამიანის უფლებებს; არავის პირად ცხოვრებაში სახელმწიფო არ შეიჭრება, მაგრამ არც იმის საშუალება მიეცემა ვინმეს, რომ პრაქტიკულად ლგბტ დიქტატურისკენ წაიყვანოს ქვეყანა, რის ნიშნებსაც მსოფლიოში ვხედავთ“, - განაცხადა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე