რეზონანსი
(29.03.2024)

დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს? ნაწილი ამბობს, რომ განხილვებში ჩაერთვება, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ ეს სხვა პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაა და მასში მონაწილეობას არ მიიღებს.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, აგრესია, რომელიც მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდისგან, რაც შეიძლება მალე უნდა აღიკვეთოს.

"საკითხს ორ ნაწილად ვყოფთ - ერთი არის ადამიანის უფლებათა დაცვა, რაც, გპირდებით, რომ მაღალი სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე შემთხვევაში, ის აგრესია, მომავალი ჩვენი ოჯახებისკენ, შვილებისკენ, მომავლისკენ, რომელიც მომდინარეობს ლგბტ პროპაგანდიდან, რაც შეიძლება მალე უნდა იქნას აღკვეთილი, რეგულაციებზე დაყრდნობით, იმიტომ, რომ ეს კანონი დაიცვას იმ ადამიანის უფლებებსაც, ვინც წარმოადგენს ამ თემს და რომელთა უმრავლესობაც, ასევე წინააღმდეგია პროპაგანდის", - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დაკავშირებულია ოჯახის სიწმინდესთან. დოკუმენტში შეტანილია 8 ცვლილება, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება მხოლოდ ქორწინებაში მყოფ ქალსა და კაცს, ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს. აიკრძალება სქესის შეცვლის ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა, ასევე აიკრძალება მსგავსი მასალების გავრცელება და პოპულარიზაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე