რეზონანსი
(29.03.2024)

რამდენი ბილეთი იქნება გამოყოფილი საქართველოსთვის დორტმუნდში გასამართ მატჩზე, სადაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ხვალ გახდება ცნობილი. ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა „იმედი Live“-ში განაცხადა.

„იმედი მაქვს, ხვალ დავასრულებთ საქართველოსთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვის პროცედურას UEFA-სთან. უახლოეს მომავალში გავაცნობთ ამას ქართველ გულშემატკივარს და საჯარო გახდება ინფორმაცია. შეზღუდული იქნება რა თქმა უნდა ჩვენთვისაც რაოდენობა. საბოლოო რიცხვზე ხვალ შევთანხმდებით UEFA-სთან. სასიხარულოა, რომ ამ ჩემპიონატზე მოხვედრის შემდეგ, ფეხბურთზე ინტერესი უფრო გაიზარდა და ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ არ გავჩერდეთ ამაზე და უკვე წარმატებულად ვიასპარეზოთ. ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა ევროპის მასშტაბით, რომ კონკურენტუნარიანია“, - აღნიშნა მუჯირმა.

საქართველოს ნაკრები ევროპის პირველობაზე F-ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთი, ჩეხეთი და პორტუგალია იქნებიან. პირველ შეხვედრას „ჯვაროსნები“ 18 ივნისს, დორტმუნდში, თურქეთის ნაკრებთან გამართავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე