რეზონანსი
(28.03.2024)

ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი ისრაელელი ჯარისკაცების ოჯახებთან შეხვედრისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მთავრობა არავის მიატოვებს.

„ვიცი, რომ ყოველი დღე ჯოჯოხეთია. თქვენი შვილები ჩვენი გმირები არიან. ისრაელის გმირები", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების ოჯახებს განუცხადა, რომ მხოლოდ სამხედრო ზეწოლა უზრუნველყოფს მძევლების გათავისუფლებას და აღნიშნა, რომ ისრაელი „ემზადება რაფაჰში შესასვლელად".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე