რეზონანსი
(28.03.2024)

ზვავი ბაკურიანში - ადგილობრივი 5-კაციანი ჯგუფი, ბურნებით, ოთა-ოშორის გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც თოვლის მასა მოწყდა. ზვავში 40 წლამდე მამაკაცი მოყვა.

„ციხისჯვარის მიმართულებით მთაზე 5-კაციანი ჯგუფი იყო ბურანებით, სასრიალოდ იყვნენ წასულები. ერთ-ერთ მთაზე მოწყდა თოვლი და ქვეშ მოიყოლა 1 ადამიანი. 4 ადამიანი გადარჩა, გამოვიდნენ. ამ დროისთვის, თოვლში მოყოლილია 1 ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ გამოგზავნა ვერტმფრენი მაშველებთან ერთად. ადგილი მიუვალია ფეხით. ვერტმფრენმა მაშველები დატოვა და, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება", - განაცხადა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები. ამასთან, დაბა-ბაკურიანშია თბილისიდან წასული სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე