რეზონანსი
(28.03.2024)

ცოტა ხნის წინ ძმები, გელა და გულადი ჯანაშიები ტრაგიკულად დაიღუპნენ. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„მენტრონომის" ინფორმაციით, ისინი ავარიას ემსხვეპლნენ.

დაღუპულებს მეგობრები და ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან.

„არა, კმარა. ნათელი არ მოკლებოდეთ. საშინელება, ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს"

„ეს რა საშინელი ტრაგედია დატრიალდა. ღმერთო, გააძლიერე მათი ჭირისუფალი"

„არ არსებობს სიტყვები მწუხარებას რომ იტევდეს, არც ნუგეში არსებობს და არც სამართალი. ჩვენი ბავშვობის ცას კიდევ ერთი ვარსვლავი მოწყდა, გელა".

არსებული ინფორმაციით, ავარია ორი დღის წინ გურიაში, ჯაპანა-ვაზისუბნის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიაში კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე