რეზონანსი
(28.03.2024)

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ პროტესტს ეხმიანება. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები.

„გვარამია-მელიას „ახალმა“ აი ასეთი მდაბიო „სიახლეებით“ დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორივე არის თხემით ტერფამდე ნაცი, ხოლო მათი პარტიის „ახალი“ წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები, განურჩევლად ასაკისა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა" და "ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ უნდა ჩაისხას“,- წერს ანჯაფარიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე