რეზონანსი
(28.03.2024)

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში 2 დღის წინ ძმებს შორის დაწყებული კონფლიქტი ერთ-ერთი მათგანის დაჭრით დასრულდა. მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. tvpirveli.ge-ს ინფორმაციით,  40 წლამდე კაცი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში გვან ღამით შეიყვანეს, სადაც სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, ინცინდენტის დროს, ძმები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნან. 

წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პაციენტმა მედიკოსებს უთხრა, რომ ღია ჭრილობა მაშინ მიიღო, როცა საოჯახო საქმეებს აკეთებდა. 

კაცმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემაზეც უარი თქვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე