რეზონანსი
(27.03.2024)

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებმა უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო გაგზავნის შესახებ გააბრაზა ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობენ, რომ ამგვარმა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთთან დაპირისპირება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტოს წყარო აღნიშნავს, მაკრონის მინიშნებები მიზნად ისახავდა იმას, რომ ვლადიმირ პუტინი დაფიქრებულიყო, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ამ სიტყვებს შესაძლოა საპირისპირო ეფექტი ჰქონოდა.

სხვა ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც სააგენტო Bloomberg-ს ესაუბრნენ, აღნიშნეს, რომ მაკრონის განცხადება ასევე არც თუ ისე გონივრული იყო ოპერატიული უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან, როგორც სააგენტო აღნიშნავს, რამდენიმე ქვეყანამ უკვე განათავსა გარკვეული კონტინგენტი უკრაინაში.

სააგენტო Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ის უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე მოქმედებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე