რეზონანსი
(27.03.2024)

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმ ჯო ბაიდენმა რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს ყასაბი უწოდა. ამის შესახებ ბაიდენმა ჩრდილოეთ კაროლინაში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თეთრი სახლის ლიდერი ამერიკის მილიარდერი მოქალაქეებისთვის საშემოსავლო გადასახადის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამ გზით ბიუჯეტში შესული თანხები არაერთ პრობლემას მოაგვარებდა, მათ შორის, ვაშინგტონს ვლადიმერ პუტინის აგრესიისგან უკრაინის დაცვაში დაეხმარებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე