რეზონანსი
(07.02.2023)

ახლობლები თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ციცო (სირო) პაკელიანის გაუჩინარების შესახებ წერენ და საქართველოს მოქალაქის საპოვნელად დახმარებას ითხოვენ.

"ჩემო მეგობრებო და ნათესავებო, თუ ვინმე ხართ თურქეთში, სადაც მიწისძვრა მოხდა, ან მის მახლობლად, იქნებ დამეხმაროთ ამ ქალბატონის ძებნაში - მამიდაჩემია, ციცო(სირო) პაკელიანი. ძალიან გთხოვთ, თუ რამეს შეიტყობთ, შემეხმიანეთ", - წერს თენგიზ პაკელიანი სოციალურ ქსელში.

როგორც ოჯახის წევრი TIA.GE-სთან საუბარში აცხადებს, ემიგრანტი ქალი ქალაქ გაზიანთეფში მუშაობდა.

ნებისმიერი სახის ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, ოჯახს დაუკავშირდი მითითებულ ნომერზე: 598 93 88 99

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რასაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე