რეზონანსი
(07.02.2023)

მიხეილ სააკაშვილი არის სიკვდილმისჯილი , - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი შეფასებით, ივანიშვილმა გადაწყვიტა „ჯოჯოხეთი მოგვიწყოს".

„მოსამართლე არევაძის გადაწყვეტილების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში სიკვდილმისჯილი. ივანიშვილმა გადაწყვიტა ჩვენ და ჩვენს შვილებს მოგვიწყოს ჯოჯოხეთი. ამაზე პასუხი მხოლოდ შეიძლება ერთი იყოს - ვინც აიღო მახვილი, მახვილითვე წარწყდება, ვინც გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის მომავალი ჯოჯოხეთში დაწვას, თვითონ დაიწვება ჯოჯოხეთში", - განაცხადა უგულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე