რეზონანსი
(06.02.2023)

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ დღეს „სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს".

მისივე განცხადებით, დღეს ქართული სასამართლო გამოცდის წინაშეა.

„რაც შეეხება მოლოდინებს, იმედი მაქვს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება დადებითი იქნება. ის {მიხეილ სააკაშვილი} არაფერს ამბობს, სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება. თუ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება იქნება (ღმერთმა ნუ ჰქნას), ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი პუტინის ინტერესებში იქნება. ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი სასიკვდილოდ განწირული იქნება. ახლა გიორგი არევაძე სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის არჩევანს აკეთებს. დღეს ქართული სასამართლო და მთლიანად ქვეყანა გამოცდის წინაშე დგას.

გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სტრასბურგში საჩივრის შეტანას ვაპირებთ", - განაცხადა ყოფილი პრეზიდენტის დედამ.

ამასთან, როგორც მან კლინიკა „ვივამედში" ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ აღნიშნა, „ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ძალიან სუსტად არის".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე