რეზონანსი
(06.02.2023)

ვფიქრობ, სასამართლო პროცესი მიდრეკილი არ არის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საინტერესო იქნება ის მოვლენები, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის" შიგნით მოხდება.

„თუ ადამიანის გათავისუფლება მართლა გინდა და მართლა გჯერა, რომ სააკაშვილი ციხეში კვდება, „ნაციონალური მოძრაობა" სხვანაირად უნდა იქცეოდეს. „ნაცმოძრაობას" ან არ სჯერა, რომ სააკაშვილი მართლა ცუდად არის, ან საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ურჩევნიათ, იქ იყოს, სადაც არის. საჭიროა სააკაშვილის რეპუტაცია, მაგრამ საკუთარი ძალაუფლებით. „ნაცმოძრაობის" ლიდერები ძალაუფლებას ახორციელებენ და სააკაშვილის რეპუტაციას იყენებენ", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე