რეზონანსი
(31.01.2023)

"ევროპულმა საბჭომ აღიარა უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია," - ამის შესახებ ევროკავშირის ევროპულ საბჭოსთან თანამშრომლობის 2023-24 წლების პრიორიტეტების დასკვნებშია აღნიშნული, რომელსაც ევროკავშირის საბჭო აქვეყნებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ევროპაში სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, რომლის განმტკიცებას ევროპული საბჭო განაგრძობს.

"ეს განახლებულ იმპულსს აძლევს ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში შემდგომ პროგრესს ამ ქვეყნებში და უფრო ფართო რეგიონში," - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრიორიტეტების დასკვნებში ასევე საუბარია უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ უნდა გააძლიერონ ურთიერთობები როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი თვალსაზრისით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე