რეზონანსი
(30.01.2023)

ხულოში ქალი ქმარს, დედამთილსა და მამამთილს ფსიქოლოგიურ, ქმარს კი ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მეუღლის ოჯახის წევრები მას ჩადრის ტარებას აიძულებდნენ. გარდა ამისა, დაზარალებულის თქმით, ქმრის ოჯახის წევრები მას შვილების წართმევით ემუქრებოდნენ.

"მოტაცების დღიდან მიდიოდა ჩემზე ფსიქოლოგიური ძალადობა დედამთილისა და მამამთილის მიმართ, ხოლო ფიზიკური ძალადობა ჩემი მეუღლის მხრიდან. მაიძულეს, რომ შევმოსილიყავი მუსლიმანურ სამოსში და მეტარებინა. სადაც მე გათხოვილი ვიყავი, იქ მხოლოდ მე მეცვა მუსლიმანური სამოსში. ვერაფერს ვამბობდი, იმიტომ, რომ [შვილების წართმევით] მემუქრებოდნენ და მაშანტაჟებდნენ,"- ამბობს დიანა ზოიძე.

საპირისპიროს ამტკიცებს ზოიძის ყოფილი მეუღლის ოჯახი,ისინი ირწმუნებიან რომ რძლისთვის თავსაბურავის ტარება არავის დაუძალებია და მასზე არც ფიზიკურად ძალადობდნენ.

მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე