რეზონანსი
(26.09.2022)

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, რასაც მე ვუყურებ თავად ალბათ, ვერ მოახერხებს დაესწროს სასამართლო პროცესს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ „ტვ პირველთან" საუბარისას განაცხადა.

„მე ვნახულობ ყოველდღე. კარგი არაფერია [სიახლე]

კუნთები გალეული აქვს, ამიტომ უჭირს ნაბიჯის გადადგმა ადამიანს და მერე უცებ, უნდა რომ დაჯდეს.

გვინდოდა ამერიკელი ექსპერტების ჩამოყვანა და მათი ლიცენზიები ჯერჯერობით არ ჩანს. ვფიქრობ, ეს კვირა გადამწყვეტია და ლიზენციები უნდა გაიცეს", - აღნიშნა გიული ალასანიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე