რეზონანსი
(26.09.2022)

რუსეთის ქალაქ იჟევსკის #88-ე სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ხუთი მოსწავლეა.

„დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შორის, სკოლის ხუთი მოსწავლე, ორი მცველი და ორი მასწავლებელი. მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, დაღუპულია თავად თავდამსხმელიც, რომლის ვინაობა ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

„მას ეცვა შავი მაისური ნაცისტური სიმბოლოებით. არ გააჩნდა არანაირი საბუთი, ამჟამად მისი ვინაობა დგინდება", - აცხადებენ უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე