რეზონანსი
(25.09.2022)

რუსული მედიის ინფორმაციით, "ნაწილობრივი მობილიზაციის" ფარგლებში გაწვეულ რუსებს, სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე ყოფნისას, სმარტფონების გამოყენება აეკრძალებათ.  

მათივე ინფორმაციით, წვევამდელებს შეეძლებათ მხოლოდ ძველი ტელეფონებით სარგებლობა, რომლებსაც ჩამოართმევენ, სპეციალურ დაცულ ადგილას შეინახავენ და ზოგჯერ, გრაფიკის მიხედვით გამოყენების უფლებას მისცემენ. 

ასევე, გამოცემა Lenta.ru წერს, რომ მათ, შესაბამისად, სამხედრო ტერიტორიებზე ეკრძალებათ ფოტო-ვიდეო გადაღება. 

მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ დამსაქმებლები მობილიზებულ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებს შეუნარჩუნებენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე