რეზონანსი
(25.09.2022)

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ "კატასტროფული" შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში.

"თუ რუსეთი გადალახავს ამ ზღვარს, კატასტროფული შედეგები მოჰყვება. შეერთებული შტატები გადამწყვეტად უპასუხებს”,- აღნიშნა მან.

ABC-ზე ინტერვიუში სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ გეგმავს "ყოველ გაუთვალისწინებელ შემთხვევას".

„ჩვენ გვსურს ჩამოვაყალიბოთ პრინციპი, რომ იქნება კატასტროფული შედეგები, მაგრამ არ ჩავერთოთ რიტორიკულ თამაშში. ასე რომ, რუსებს ესმით, სად ვართ, ჩვენ გვესმის, სად ვართ, გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია, რომ რუსეთი ამ ნაბიჯის გადადგმისგან შევაკავოთ…და თუ გააკეთებენ, ჩვენ გადამწყვეტად ვუპასუხებთ“, - აღნიშნა სალივანმა.

ამასთან სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინის ტრიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებული “რეფერენდუმის” საპასუხოდ „დიდი შვიდეული“ გაამკაცრებს სანქციებს.

„მათ გაიმეორეს, რომ იქნებოდა შედეგები და დააზუსტეს, რომ ეს მოიცავს დამატებით გაძლიერებულ სანქციებს, მათ შორის სანქციებს რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ სუბიექტებსა და კომპანიებზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის ომის მანქანას ან მხარს უჭერენ ამ ყალბ რეფერენდუმებს“, - აღნიშნა სალივანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე