რეზონანსი
(26.07.2022)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ჯარების მიერ ოდესის ოლქში ქალაქის ტიპის დასახლების, ზატოკას დაბომბვის შედეგების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„დილა. ჩვეულებრივი დასახლება ზატოკა. ადამიანები ისვენებდნენ და ცხოვრობდნენ. უბრალოდ ცხოვრობდნენ. არც ბაზები, არც ჯარი. უბრალოდ ტერორისტებს რუსეთის ფედერაციიდან სროლა მოუნდათ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თითოეული რუსი დამპყრობელი პასუხს აგებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

„თითოეული „გამათავისუფლებელი“, რომელიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას, პასუხს აგებს“,- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე