რეზონანსი
(08.07.2022)

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად შალვა პაპუაშვილთან კონსულტაციებში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიების ნაწილის უარს გამოეხმაურა.

„ხანდახან მაქვს განცდა, რომ უნდა მოგვკიდონ ყველას, პოლიტიკოსებს ხელი და წაგვიყვანონ საბავშვო ბაღში, რომ ის საბავშვო ბაღი დავასრულოთ, ელემენტარული ქცევის წესები ვისწავლოთ და მერე მოვიდეთ პოლიტიკაში. რას ჰქვია, არ დაჯდები და ილაპარაკებ? რას ჰქვია, პარლამენტის თავმჯდომარე რომ გეძახის, იმასთან კაბინეტში არ შეხვალ? სხვა საკითხებზე ხომ კარგად დაძვრებიან პარლამენტის თავმჯდომარესთან?!", - აცხადებს ელისაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე