რეზონანსი
(08.07.2022)

დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა.

თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი.

ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა.

წყარო: ბათუმელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე