რეზონანსი
(06.07.2022)

ბოლო ერთი კვირის კორონავირუსის სტატისტიკა  ბევრისთვის შეშფოთების მიზეზი გახდა. გასული კვირის მონაცემთან შედარებით ის ორჯერ გაიზარდა.

ბოლო 1 თვის მონაცემებით კი ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 5-ჯერ არის მომატებული, ასევე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი დაინფიცირებული ბავშვების ხვედრითი წილიც.

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ თუ შემთხვევების მატება ამ ტემპით გაგრძელდა ქვეყანაში, შესაძლოა, რეგულაციები კვლავ დაბრუნდეს.

ივანე ჩხაიძის თქმით,  ქვეყანაში ომიკრონის ქვეშტამები  BA.4 და  BA.5 ცირკულირებს,  დაინფიცირებულთა რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. შექმნილ სიტუაციაში კი გამოსავალი ბუსტერით მეორე აცრაა გამოსავალი.

„ხშირად ვამბობდით, რომ პანდემია დასრულდა, მაგრამ ეს მდგომარეობის არასწორი შეფასებაა ახლაც და არასწორი შეფასება იყო ორი თვის წინაც.

პანდემიის დასრულება არ გამოიხატება ინფიცირებულთა რაოდენობის დროებითი კლებით.

ის, რომ საქართველოში ბოლო 2 თვის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა იყო შემცირებული, არ ნიშნავდა, რომ სიტუაცია  ასე დარჩებოდა.

ვამბობდით, რომ ზაფხულში აუცილებლად იქნებოდა შემთხვევების რაოდენობა მომატებული, რადგან ზაფხულში უფრო მეტი მობილობაა და თან ამის უკან დგას ახალი მუტაცია, რომელიც საქართველოში უფრო მეტად დომინანტური ხდება, ეს არის ომიკრონის BA.4 და  BA.5 ქვევარიანტები.

ამ ყველაფრის უკან დგას ადრე გადატანილი კორონავირუსის შემცირებული იმუნიტეტი, რასაც ჩვენ ბუნებრივ იმუნიტეტს ვეძახით (ის ოთხი, მაქსიმუმ ხუთი თვის განმავლობაში იცავს ადამიანს. ) ვაქცინით დამცველობით ვადა ცოტათი უფრო მეტია და ექვსი თვის განმავლობაში გიცავთ ვაქცინა ინფიცირებისგან.

ყველა ის ადამიანი, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, შეიძლება იყვნენ რეინფიცირების რისკის ქვეშ“. – განმარტავს ჩხაიძე „ფორტუნასთან“ საუბარში და დასძენს, რომ ამ შემთხვევაში საქართველო გამონაკლისი არაა. 

წყარო: რადიო „ფორტუნა“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე