რეზონანსი
(05.07.2022)

ზუგდიდის სოფელ შამგონაში პროფესიული სასწავლებლის ძველი შენობის ჭერი ჩამოინგრა და ერთი ადამიანი დაშავდა. 

შენობაში, რომელიც წლებია მიტოვებული და უფუნქციოა გალიდან დევნილი ოჯახი ცხოვრობდა. ისინი წლებია საცხოვრებელ ბინებში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა ხელისუფლება ფართით არ აკმაყოფილებს. 

არსებული ინფორმაციით, შენობაში თაბაშირის ჭერი ჩამოინგრა და ოთახში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოხუცს თავში დაეცა. დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 

შემთხვევის დეტალებს ადგილობრივი პოლიცია სწავლობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე