რეზონანსი
(05.07.2022)

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე მადლობას უხდის იმ ქვეყნების დელეგაციებს, რომლებმაც ის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ქვეყნის დელეგაციას, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და ხმა მომცა ამ არჩევნებში. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნისთვისაც. საქართველო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან აქტიური წევრია. ჩემთვის პრირორიტეტული იქნება ის საჭირბოროტო საკითხები, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს - პირველ რიგში ეს არის ოკუპაცია და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა“, - აცხადებს სამხარაძე.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე