რეზონანსი
(05.07.2022)

ჩვენი საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორის, მთავრობის ძალისხმევით, გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ, ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კურორტ წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის შედეგადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა ოთხჯერ გაიზარდა, ასევე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა არის გამართული, ხოლო აღმოსავლეთ დასავლეთის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვე იქნება დამატებითი უპირატესობა წყალტუბოსთვის. ეს ყველაფერი ერთად, მისი უნიკალურობა, ბუნება, რესურსები დიდ უპირატესობას ანიჭებს ამ კურორტს. 2019 წელს 25 000 ვიზიტორი ეწვია წყალტუბოს და ჩვენი ვარაუდით ეს მაჩვენებელია რამდენიმე წელში გაათმაგდება. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი პოზიტიურად იმოქმედებს როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე მთლიანი რეგიონის ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე. ჩვენი საერთო ძალისხმევით, კერძო სექტორის, მთავრობის ძალისხმევით, გვაქვს ამბიცია, რომ წყალტუბო გადავაქციოთ 21-ე საუკუნის თანამედროვე, მაგრამ, ამავე დროს მდიდარი ისტორიული მემკვიდრეობის მქონე კურორტად“, - განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე