რეზონანსი
(05.07.2022)

თუ ჩვენ იმაზე ვერ მოვილაპარაკებთ, რა მიგვაჩნია დეოლიგარქიზაციათ, რა მიგვაჩნია პოლარიზაციის დასრულებად, მაშინ პროკურორი როგორ უნდა დავნიშნოთ ხალხმა, რომელიც ერთმანეთს მტრებს ეძახის, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

„იმედი მაქვს, რომ არსებული ვითარება ძირითად დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს აიძულებს მინიმუმ ამ რეჟიმიდან შეეცადონ რომ გამოვიდნენ. ამ ძალებისთვისაც უკვე რთულია იმის დამალვა, რომ ამ პოლარიზაციით ისინი ორივენი ზარალდებიან“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე