რეზონანსი
(05.07.2022)

ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა შექმნან პოლიტიკური პარტია და იმ ნაწილმა, რომლებსაც პოლიტიკოსობა უნდათ, პარტიით მიიღონ მონაწილეობა პროცესში, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ქრონიკას“ განუცხადა.

„ეს უფრო გასაგები და ბუნებრივი იქნება, ვიდრე ის, რომ თან თქვა - არ ხარ პოლიტიკური აქტორი, არ მონაწილეობ პოლიტიკაში და რეალურად მონაწილეობდე. ეს შეიცავს არაგულწრფელობის ელემენტს, რასაც ადამიანები ამჩნევენ“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე