ია აბულაშვილი
(30.06.2023)

მე-9 საუკუნის უნიკალური ხუროთმოძღვრული ძეგლი ერკეთის დედათა მონასტერი, რომელიც გურიაში მდებარეობს, ოდითგანვე გამორჩეული იყო თავისი საგანძურით. ეკლესია მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელზეა აგებული. ტაძარის ძვირფასი კარებიც მე-9 საუკუნით თარიღდება; ერთ მხარეს ამშვენებს ვაზის ორნამენტები, მეორე მხარეს ლილიის ყვავილები.

ტაძარში ინახებოდა მაცხოვრის მომცრო ხატი, მთავარანგელოზის ვერცხლით მოჭედილი ხატი. ეკლესიის მფარველი მთავარანგელოზის უძველესი ხატი. ეს ხატი პერიოდულად იკარგბეოდა და შემდეგ ხვთის ნებით ისევ უკან ბრუნდებოდა მონასტერში. ეკლესიაში ინახებოდა უძველესი სახერება, რომელიც დაწვას სასწაულად გადაურჩა.

ერკეთის დედათა მონასტერში დავანებული იყო ასევე სამოცამდე სიწმინდე. წმინდა გიორგის წმინდა ნაწილები. წმინდა ბარბარესა და წმინდა მარინეს წმინდა ნაწილები. პანტელეიმონ მკურნალის წმინდა ნაწილები. მე-19 საუკუნის ბოლოს ტაძარში რომიდან ჩამოაბრძანეს იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილები, ასევე პეტრესა და პავლეს წმინდა ნაწილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე