ია აბულაშვილი
(28.04.2023)

ქართულ ღვინოს უძაველესი ისტორია აქვს, ზეპირსიტყვიერებაში ღვინოსთან დაკავშირებული ლეგენდად ქცეული ბევრი ამბავიც გვხდება. ქართველები ღვინის შექმნას მამა ღმერთს უკეავშირებენ. ნათქვამია, რომ ვაზის ცრემლებიდან მოზელილი მიწით ღმერთმა ადამიანი შექმნაო. ქართული ღვინის რენესანსად კი მე-19 საუკუნე მიიჩნევა, სწორედ ამ ეპოქაში გაითქვა სახელი ქართულმა ღვინომ მსოფლიოში.

ამბავი კი ასე დაიწყო, კახეთის საუკეთესო ვენახებს ფლობდნენ თავადები ჩოლოყაშვილები, ჯორჯაძეები, ვაჩნაძეები, სუმბათაშვილები და ანდრონიკაშვილები. ისინი იყვნენ პირველები, რომლებმაც დაიწყეს ქართული ღვინის წარმოება და რეალიზაცია. ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით კი ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა.

ისტორიული წყაროების მიხედვით, მე-19 საუკუნის 30-იან წლებში მარტო თელავის მაზრაში 2 მილიონამდე ვედრო ღვინოს აყენებდნენ, სიღნაღის მაზარაში კი 135 ათასი ვედრო ღვინო და 10 ათასი ვედრო არაყო დაუმზადებიათ.

თბილისში პირველი ღვინის ქარხანა ვერის დაღმართზე 1880 წელს აშენდა. 1881 წელს ღვინის ქარხანა გაიხსნა წინანდალში, შემდეგ წლებში - ნაფარეულსა და მუკუზანში. პირველი არყის ქარხანა დავით სარაჯიშვილმა თბილისში 1885 წელს გახსნა, ორი წლის შემდეგ კი ლიქისორისა და კონიაკის ქარხნები.

1900 წელს პარიზის გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო; მაშინდელი ფრანგული პრესა წერდა, რომ პავილიონში ასევე გამოფინეს ქართული ღვინის სარდაფების ფოტოები, ყურძნის ჯიშების დიდი კოლექცია, საფერავი, ციცქა, ოჯალეში, ალადასტური, ცოლიკაური და სხვა. ასევე, ხელსაწყოები და ღვინის ტიკები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე