ევროპულსა და რუსულ საწვავს შორის სხვაობა ყოველთვის არის და ის 1 ლიტრზე დაახლოებით 20-25 თეთრს შეადგენს
გვანცა წულაია
(07.05.2024)

რუსეთმა ბენზინის ექსპორტზე დაწესებული აკრძალავა შესაძლოა, მალევე შეაჩეროს. ამ წინანადებას რუსეთში უახლოეს მომავალში განიხილავენ და იმ შემთხვევაში, თუ აკრძალვა დროებით მაინც გაუქმდება, საქართველო იაფი საწვავის შესყიდვას კვლავ რუსეთიდან მოახდენს.

რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ მთავრობას წინადადებით მიმართა, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა დროებით შეაჩეროს. მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას უახლოეს მომავალში განიხილავს.

„ენერგეტიკის სამინისტრო გვთავაზობს, ბენზინის ექსპორტის დაშვების შესაძლებლობა განვიხილოთ, ოღონდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომ შემდგომში ისევ დეფიციტი არ გაჩნდეს“, - განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ნოვაკმა და დასძინა, რომ რუსეთის ბენზინის ბაზარი მიწოდებით გაჯერბებულია, ამიტომ მთავრობა ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებას უახლოეს მომავალში განიხილავს.

რუსეთში ბენზინის წარმოებამ კლება ნავთობის ინფრასტრუქტურაზე უკრაინული დრონების თავდასხმების სერიის შემდეგ დაიწყო, თუმცა „როსსტატის" მონაცემებით, 22-დან 28 აპრილამდე კვირაში ქვეყანაში ბენზინის წარმოება 4,5%-ით - 816,7 ათას ტონამდე, ხოლო დიზელის 3,7%-ით - 1,66 მლნ ტონამდე გაიზარდა. შარშანდელ 24-დან 30 აპრილამდე პერიოდში ბენზინის წარმოების მოცულობა უფრო დაბალი იყო. კერძოდ, ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა მაშინ 811,7 ათასი ტონა ბენზინი და 1,62 მილიონი ტონა დიზელი აწარმოეს.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გაზაფხულსა და ზაფხულში მოთხოვნის ზრდის ნიველირების მიზნით ბენზინის ექსპორტი პირველი მარტიდან ექვსი თვის ვადით აკრძალა. ბენზიზე მოთხონა რუსეთში საზაფხულო შვებულებებისა და საველე სამუშაოების სეზონზე, ასევე გადამამუშავებელ ქარხნებში დაგეგმილი რემონტის დროს იზრდება, რისი კომპენსირებაც ხდება საჭირო. შეზღუდვა არ შეხებია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებს, ასევე, მონღოლეთს, უზბეკეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

საინტერესოა, დაიწყებს თუ არა საქართველო ნავთოპბროდუქტის კვლავ რუსეთიდან შეძენას, ამ გადაწყვეტილების გადახედვის და ბენზინის ექსპორტის აკრძალვის დროებით გაუქმების შემთხვევაში? რუსულსა და ევროპულ საწვავს შორის სხვაობა ყოველთვის არის და ის 1 ლიტრზე დაახლოებით 20-25 თეთრს შეადგენს. ამიტომ საქართველოში, ძირითადად, რუსული ნავთობი შემოდის.

სწორედ ამ ფასთასხვაობაზე ისაუბრა ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ და აღნიშნა, რომ ბენზინის ექსპორტზე დაწესებულ შეზღუვას დიდი გავლენა არ მოუხდენია საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე.

„ნავთობისა და საწვავის საკითხი ომთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში სრულიად სხვაგვარად იყენებენ მარაგებს. ჩვენთან ნავთობის ბაზარი დივერსიციფირებულია. საქართველოში მხოლოდ რუსეთიდან არ შემოდის ბენზინი, ექსპორტი ხდება აზერბაიჯანიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან (რუმინეთიდან და ბულგარეთიდან). ასე რომ, პრობლემას ვერ ვხედავ, აკრძალვის გადაწყვეტილებას ბაზარზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია.

ერთადერთი არის ის, რომ რუსული საწვავი შედარებით იაფია, სხვა ქვეყნის ნავთობპროდუქტთან, მაგრამ თუ გამოვალთ იქიდან, რომ ბოლო პერიოდში საწვავთან დაკავშირებით ისედაც გაძვირების ტენდენციაა, მაშინ, დიდი არაფერი ცვლილება აქ არ მოხდება. ჩვენ რუსულ საწვავზე უფრო მეტად დამოკიდებული რომ ვყოფილიყავით, მაშინ ზეგავლენა იქნებოდა, რადგან მისი სრულად ჩანაცვლება მოგვიწევდა სხვა ქვეყნებიდან.

არა მგონია, ბენზინის ექსპორტის აკრძალვას სერიოზული ზეგავლენა მოეხდინა საქართველოს ბაზარზე, თუ, რა თქმა უნდა, რაღაც სპეკულაციები არ მიმდინარეობდა. ჩვენ ვიცით, რომ კონკურენციის სააგენტომ სოლიდურად დააჯარიმა საწვავის შემომატნი კომპანიები და მათ ბრალი დაედოთ კარტელურ გარიგებაში, ამიტომ არა მგონია, ახლა იგივე წრეზე წასულიყვნენ.

საერთოდ, რუსეთიდან შეზღუდვა არ მგონია, რომ გაგრძელდეს. ეს, ძირითადად, დაკავშირებული იქნება ზაფხულთან. სამხედრო ოპერაციები დაახლოებით ოქტომბრიდან შენებეულია ხოლმე, რადგან ტექნიკას გადაადგილება უჭირს“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი ცუცქირიძემ.

რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოში ბენზინი მალევე გაძვირდა. სხვაობა დაახლოებით 25-30 თეთრია. სავარაუდოა, რომ შეზღუდვის გაუქმების შემდეგ დაახლოებით იგივე ოდენობით დაიკლებს საცალო ქსელში ბენზინის ფასი. რაც შეეხება დიზელს, აქ სხვაობა თითქმის არ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე