"თუკი 1-2 წელიწადში ხერხდება სხვა უზარმაზარ ქვეყანასთან ამ ნაბიჯების გადადმა, 32 წელიწადში რატომ არ გვარდება ამერიკასთან?"
გვანცა წულაია
(04.03.2024)

საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ პატრნიორთან არც თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და არც უვიზო ავიამიმოსვლის რეჟიმი მოქმედებს ამერიკასთან. ორივე საკითხე მუშაობა წლებია მიმდინარეობს, თუმცა ხელშესახები შედეგი ისევ არ არსებობს. ექსპერტები ამბობენ, რომ  გადაწყვეტილება უმეტესად ვაშინგტონის მისაღებია.

მთავრობასთან ერთად, კერძო სექტორიც აქტიურად ჩართულია, იქნება ეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების საკითხი, თუ თავისუფალი სავაჭრო პატრნიორიბის ხელშეკრულება. ამერიკული მხარე ამბობს, რომ საქართველოს მათზე მყარი მხარდამჭერი არ ჰყავს, თუმცა 32-წლიანი სტრატეგიული პატრნიორობის პირობებში, ვერც ერთი ზემოთნახსენები საკითხი ვერ გამოსწორდა. ეს კი ხდება მაშინ, როცა ჩინეთთან უსწრაფესად გაფორმდა სტრატეგიული პატრნიორიბის ხელშეკრულება და ამის შემდეგ მალევე ამოქმედდა უზივო რეჟიმი.

ამ 32 წლის განმავლობაში ამერიკა საქართველოს 6 მილიარდ დოლარზე მეტით დაეხმარა, თუმცა როგორც ქართველო ექსპერტები ამბობენ, რომ ამ თანხის თითქმის ნახევარი ისევ უკან გაიზგავნა ხელფასების სახით ამერიკული მხარის თანამშრომლებისა და ექსპერტებისთვის.

პერმიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცახდებით, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ აშშ-ის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით ეს ვერავითარ გამოწვევას ვერ შექმნის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩინეთთან გვაქვს, ასეთივე ან თუნდაც მიმსგავსებული ტემპით განვითარდეს კავშირები კიდევ ერთ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს ეხება უვიზო მიმოსვლას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ აშშ შემოიღებს უვიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისთვის, მით უმეტეს, რომ ქვეყნის მიგრაციის პოლიტიკის კუთხით ეს ვერავითარ გამოწვევას ვერ შექმნის. საუბარი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატების მიგრაციის პოლიტიკაზე.

პირდაპირი ფრენებს თუ შემოიღებენ, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება თუ გაფორმდება და გაძლიერდება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, თუკი შემოვა მეტი ინვესტიცია (ყველა ამ მიმართულებით დღეს გვაქვს ნულოვანი მდგომარეობა) და გვექნება დადებითი დინამიკა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ხელს შევუწყობთ ამ პროცესს. თუმცა საქართველოს ძალისხმევა არ არის საკმარისი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერაც იყოს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ რამდენიმე დღის წინ.

აშშ-ში ყოფილი დესპანი და "ლინეატის" ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ციკოლია თვლის, რომ პირველ რიგში, საქართველომ აშშ-სთან დიალოგის პლატფორმები უნდა გაააქტიუროს და ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები განაახლოს. არსებობდა „სავაჭრო შეთანხმების" სამუშაო ვერსია, თუმცა შემდეგ პროცესი აღარ გაგრძელდა.

„ეს საკითხი იწყება და სრულდება იმ პოლიტიკური დღის წესრიგით, რაც არსებობს სავაჭრო პოლიტიკის კუთხით ვაშინგტონში. ბოლო წლებია სავაჭრო პოლიტიკა ძალიან აქტუალური პოლიტიკური საგანია და ეს ნათელი გახდა მსოფლიოსთვის 2016 წლიდან... ჩვენი აღქმა და მოლოდინი უნდა შეიცვალოს ამ მიმართულებით.

წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უახლოეს პერიოდში, აშშ-მ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკება წამოიწყოს. აქ არ არის საუბარი, რომ ცუდი დამოკიდებულებაა ან ინტერესი არ არის აშშ-ის მხრიდან. სავაჭრო პოლიტიკა იმდენად მნიშვნელოვანი პოლიტიკური თემაა ვაშინგტონისთვის, რომ მაგალითად, დიდ ბრიტანეთთან წლებია ეს პროცესში შეჩერებულია. ქვეყნის შიგნით არ არის ჩამოყალიბებული, თუ რა უნდა იყოს მსოფლიო მასშტაბით ამერიკის სავაჭრო პოლიტიკა. ზუსტად ამიტომ ჯერ სექტორული დაახლოება უნდა მოხდეს", - აღნიშნა ციკოლიამ.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ ექსპერტებს, მათი თქმით, საქართველოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ აშშ-სთან როგორც თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება გაფორმებულიყო, ისე უვიზო მიმოსვლაც ამოქმედებულიყო. როგორც ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წვერი თამარ ჩიბურდანიძე მიიჩნევს, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, პოლიტიკური დამოუკიდებლობა დასავლეთში გარკვეულ ძალებს არ აწყობდათ და სურდათ, რომ  ქვეყანა ყოფილიყო მათზე მუდმივად მიბმული. აქედან გამომდინარე, არ ხერხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხება.

„მგონი, ამერიკულ მხარეს უნდა ვკითხოთ რა არის ამ  ყველაფრის მიზეზი. აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. 32-წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ერთმანეთთან და ეს პერიოდი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა გააკეთოს ის, რაც ასეთ დროს ხდება პარტნიორ ქვეყნებს შორის. ეს ყველაფერი გვჭირდებოდა 32 წლის წინაც, დღესაც გვჭირდება და დაგვჭირდება ხვალაც. ერთადერთი მიზნისთვის, რომ საქართველო გახდეს ეკონომიკრად ძლიერი სახელმწიფო.

საქართველომ, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, გააკეთა იმაზე მეტი, რაც შეიძლება გაკეთდეს ცალმხრივად. ამერიკამ და ელჩებმაც გვითხრა, რომ საქართველოში 6 მლრდზე მეტი დახარჯეს. ჯერ ერთი, ფინანსისტებმა დავთვალეს და 2 მლრდ-მდე უკან არის გატანილი ხელფასების სახით, მათი ექსპერტებისა და თანამშრომლებისთვის. საქართველოში დახარჯული თანხები არ გვიკვირს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა და მოახმარა ქვეყანას თითქმის იმდენივე, რაც ამერიკამ 32 წლის მანძილზე მოგვცა.

რა თქმა უნდა, კარგია, ძალიან ბევრი უცხოური გრანტით, მათ შორის ამერიკულით, ბევრი საქმე გაკეთდა საქართველოში, მაგრამ ამ თანხების უდიდესი ნაწილი ხმარდებოდა და დღეს კიდევ უფრო მეტად ხმარდება იმ იდეოლოგიის განვრცობას, რომელიც ჩვენთან არ არის თავსებადი. საქართველოში თავსებადი არ არის ის ღირებულები, რაც ამ გრანტების მეშვეობით ხორციელდება და ეს არის ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია

როგორც ჩანს, საქართველოს ეკონომიკური დამოუკიდებლობიდან გამომდინარე, პოლიტიკური დამოუკიდებლობა დასავლეთში გარკვეულ ძალებს არ აწყობდათ და სურდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო მათზე მუდმივად მიბმული და დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, არ ხდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხება დღემდე.

ამ დროს ჩინეთთან მალე გავაფორმეთ სტრატეგიული თანამშრომლობა, დღეს უკვე უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ფაქტობრივად, ხელში გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და სხვა უამრავ თანამშრომლობა. თუკი 1-2 წელიწადში ხერხდება სხვა ქვეყანასთან ამ ნაბიჯების გადადმა, 32 წელიწადში რატომ არ გვარდება ამერიკასთან?

ამერიკის ელჩმა თქვა, რომ ქართველ ბიზნესმენებს დაეხმარება ეკონომიკის მართვაში, აშშ-სთან ურთიერთობაში და ა.შ. ეს თითქმის არაფერი არ არის. მსგავსი დახმარება შეიძლება ნებისმიერმა მოქალაქემ გაგიწიოს სხვა ქვეყნიდან. ჩვენ გვინდა სახელწმიფოსთან შედგეს შეთახმება და არა რიგით ბიზნესმენებთან, ვინც მათ მოსწონთ და ვინც მათი ლობის ქვეშ იქნება. უშუალოდ სახელმწიფოსთან გააფორმონ ხელშეკრულება და მერე დავიჯერებთ, რომ ამერიკა ნამდვილად არის ჩვენი მთავარი სტრატეგიული პატრნიორი“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.

ამერიკულ მხარეში ხედავს პრობლემას კიდევ ერთი ექსპერტი გიორგი ცუცრიქიძე. მისი შეფასებით, ვაშინგტონიდან არგუმენტირებული და კვალიფიციური პასუხი არ არსებობს, თუ რატომ არ აქვს საქართველოს აშშ-სთან ან უვიზო მიმოსლა ან თავისუფალი ვაჭრობა.

„საქართველომ წლების წინ გააფორმა ყოვლისმომცველი და სიღრმისეული შეთანხმება, რაც თავისუფალ ვაჭრობას გულისხმობს. დღესდღეობით არა მხოლოდ ევროკავშირის წევრ, არამედ აზიის ქვეყანემთანაც გვაქვს უვიზო მიმოსვლა. შარშან ჩინეთთან გავაფორმეთ სტრატეგიული პატრნიორობა და უკვე უვიზო მიმოსვლაც დაიწყო ამ ქვეყნასთან. გამოდის, რომ ჩვენ გვყავს ორი სტრატეგიული პატრნიორი, ეს არის ევროკავშირი და ჩინეთი. დეკლარირებულად აშშ-ც სტრატეგიული პატრნიორია, მაგრამ დღემდე არც უვიზო მიმოსვლა გვაქვს და არც თავისუფალი სავაჭრო პატრნიორობა.

მსგვასი გადაწყვეტილებები ყოველთვის არის ორმხრივი. ევროკავშირთანაც და ჩინეთანაც, მხოლოდ ჩვენი სურვილი არ ყოფილა პატრნიორობა. ამერიკული მხარისგან არგუმენტირებული და კვალიფიციური პასუხი ამ მიგვიღია კითხვაზე, თუ რატომ არ გვაქვს ან უვიზო მიმოსლა, ან თავისუფალი ვაჭრობა. ეს საკითხი მუდმივად დგას და პასუხი არ ჩანს.

საქართველოს ბრალი არაფერია და ეს ყველაფერი მგონია, რომ ამერიკული მხარის გადასაწყვეტია. თუ ბარიერები არსებობს, უნდა ვიცოდეთ რატომ ვერ შევდივართ ამერიკულ ბაზარზე და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თავისუფალი ვაჭრობაც გვქონდეს და უვიზო მიმოსვლაც“, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე