"მთელი რიგი პროექტები ქმნიან საერთო სურათს, რომ საქართველო სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის"
გვანცა წულაია
(21.12.2023)

2023 წელი ინფრასტრუქტურის მიმართულებით საკმაოდ აქტიური იყო. ქვეყანაში ბევრი პროექტი განხორციელდა და არაერთ პროგრამას ჩაეყარა საფუძველი. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება რიკოთის 27-კილომეტრიანი მაგისტრალის გახსნა ჩაითვალოს, თუმცა ამასთან ერთად, ქვეყანაში მრავალი სხვადასხვა პროექტი განხორციელდა. მომავალი წლების გეგმაც საკმაოდ მოცულობითია.

მიმდინარე 280 პროექტიდან 163 უკვე დასრულებულია - ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმდინარე 2023 წლის რიცხობრივი შეჯამებაა, თუმცა განხორციელებული პროექტები თავისი მნიშვნელობითა და დატვირთვით ბევრად მასშტაბურია.

შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წელი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობისთვის, სადაც მაგისტრალური 27 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსა. ახალმა გზამ 8 კილომეტრით შეამოკლა ხევი-შორაპნის ძველი მონაკვეთი, რისი მეშვეობითაც მგზავრობის დრო 25 წუთით შემციდა.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობისა გარდა, საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალური გზების მშენებლობაც დასრულდა. საერთო ჯამში, საერთაშორისო მაგისტრალის 430 კილომეტრიდან 275 კილომეტრი უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები კი მაგისტრალის 71 კილომეტრზე გრძელდება.

2023 წელი მნიშველოვანი აღმოჩნდა მუნიციპალური განვითარებისთვისაც.  შემუშავდა 885 საბავშო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის რამდენიმე ეტაპიანი პროგრამა. წელს 245 ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია დაიწყო.

სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში 171 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციაა დაგეგმილი. ძირითადი სკოლების ნაწილი უკვე დასრულებულია. პროგრამის განახლებული რეგიონების ფარგლებში კი ქვეყანის 63 მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების სამუშაოები ჩატარდა.

„გეგმის მიხედვით, 2027 წლისთვის ყველა სკოლა ქვეყანაში უნდა იყოს დასრულებული, გარემონეტებული და აშენებული ერთიანი ევროპული სტანდარტის მიხედვით. 2012 წლამდე მხოლოდ 16 ახალი სკოლა იყო აშენებული. მანამდე რამდენიმე ასეული სკოლა გარემონტდა, ისიც მხოლოდ „ქართუ“ ფონდისა და ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით.

წინა ხელისუფლებას არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. ჩვენს დროს უკვე აშენებულია და რეაბილიტირებულია 450 სკოლა. ახლა მიმდინარეობს 880-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია- მშენებლობა. აი, ეს არის რეალური განსხვავება იმისა, თუ როგორ ზრუნავს დღევანდელი მთავრობა განათლებაზე და მომავალ თაობაზე და როგორ ზრუნავდა წინა ხელისუფლება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წელს ასევე დაიწყო ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5-წლიანი გეგმა. პროექტირება და მოსამზადებელი სამუშაოები დაწყებულია ბორჯომში, ბაკურიანში, ქუთაისში, წყალტუბოში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმში, მცხეთაში, მესტიასა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

„63 მუნიციპალიტეტში დასრულდა პროგრამის პირველი ეტაპის სამუშაოები. 40 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 100-ამდე  პარკს და სკვერს; რეაბილიტირდა 730-ზე მეტი შენობა; აშენდა 1 კმ-იანი ბულვარი ქობულეთში; პროექტების განსახორციელებლად უკვე ინვესტირებულია 550 მილიონი ლარი.

წელს ჩვენ დავიწყეთ კიდევ უფრო ამბიციური პროექტის - „ქალაქებისა და კურორტების განვითარების“ 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა. მილიარდი ლარი მოხმარდება ამ ქალაქებისა და კურორტების განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

2023 წლის შეჯამებისას ეკონომისტებმა განაცხადეს, რომ ამ პერიოდში ინფრასტრუქტურის მიმართულება საკმოად აქტიური იყო. როგორც ანალიტიკოსმა გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, ფაქტობრივად, ყველა მიმართულება მოიცვა ახლმა პროექტებმა.

"მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს ჩვენ ეკონომიკის ძალიან დიდი ვარდნა გვქონდა, მთავრობამ ბოლო სამი წლის განმავლობაში არ შეამცირა ინფრასტრუქტურული დაფინანსებები, პირიქით, გაზარდა კიდეც, რასაც ხელი შეუწო ბიუჯეტმა, რომელიც ზუსტად მაღალი ეკონომიკური ზრდის გამოძახილია.

ინფრასტრუქტურულ პროგრამებში პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთ საგზაო და სატრანსორტო პროექტები მოიაზრება. მოგეხსენებათ, რომ ორი უმსხვილესი პროექტი ხორციელდება. აღმოსავლეთის მიმართულებით კობი-მლეთაა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ტურისტული თვალაზრისითაც საინტერესო იქნება, რადგან ეს არის ის მონაკვეთი, სადაც ზამთარში მოძრაობა შეფერხებულია.

დასავლეთის მიმართულებაც ძალიან მნიშვნელოვანია, რიკოთის მაგისტრალი განსაკუთრებით. ძირითადი სატრანსპორტო არტერიები სწორედ აქ გადის და საკმაოდ დიდი სამუშაოებია შესრულებული

ამ ყველაფრის გარდა, ინფრასტრუქტურული მიმართულებები მოიცავდა მუნიციპალურ დაფინანსებასაც. აქცენტის გადატანა მოხდა რეგიონებზე, რაც სავსებით სწორია. ბევრი მუნინიპალური პროექტი ხორციელდება და ფაქტობრივად რეგიონის ცენტრებს ვეღარ იცნობთ, ისეთი მოწესრიგებული და გალამაზებულია.

ამის გარდა ქვეყნის მასშტაბით წყალმომარაგების პროექტები ხორციელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისა და ქვეყნის მომავლისთვის. ბაღებსა და სკოლებს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდათ. ფაქტობრივად, ყველა მიმართულება მოიცვა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა.

მომავალშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება. ამ წელსაც 7%-ით გაიზრდება ეკონომიკა და მომავლის ყველაზე კონსერვატორული შეფასებით უახლოეს 4-5 წელიწადში გვექნება 4-5%-იანი ზრდა, ამიტომ შესაძებლობა გვექნება, რომ გაზრდილ ბიუჯეტში, მოვახდინოთ კიდევ რამდენიმე მიმართულების დაფინანსება. ეს არის ახალი აეროპორტის პროექტი, ანაკლიის პორტი და ა.შ. მართალია, ამ პროექტებს აფინანსებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ბუნებრივია, რომ თავის მხრივ სახელმწიფოც არის ჩართული", - განუცხადა "რეზონანსს" გიორგი ცუცქირიძემ.

საქართველოს როლი ბოლო პერიოდში საკამოდ გაზრდილია და ეკონომისტები ამბობენ, რომ ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ქვეყნისადმი ინტერესს უფრო აამაღლებს. ეკონომისტ სოსო არჩვაძის აზრით, ინფრასტრუქტურული პროექტები, საქართველოს მიმართ, გაზრდის დაინტერესებას მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების მხრიდან.

"ინფრასტრუქტურა დიდწილად დამოკიდებულია ორ გარემოებაზე. ერთი ეს არის მშვიდობა, მშვიდი გარემო და სხვა სახელმწიფოების დაინტერესება ქვეყანასდმი და მისი ინფრასტრუქტურისადმი. მეორე გარემოება არის ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარების პოტენციალი. რაც უფრო მაღალია ეკონომიკური ზრდა, სახელმწიფო უფრო აქტიურ როლს ასრულებს მსხვილმასშტაბიან პროექტების რეალიზაციაში.

გამართული ინფრასტრუქტურა გაზრდის დაინტერესებას მეზობელი და არამეზობელი ქვეყნების მხრიდან. წელს ამ მიმართულებით სერიოული ნაბიჯები გადადგა. დასრულების აქტიურ ფაზაში გადავიდა რიკოთის ურელტეხილზე ავტომაგისტრალის მშენებლობა. აქტიური ტემპით მიმდინარეობს ქვეშეთი-კობის მონაკვეთის და ყველაზე გრძელი გვირაბის მშენებლობა.

განაცხადია გაკეთებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე. ასევე, ევროპასთან ღრმაწყლოანი მაღალი ძაბვის ელექტროკაბელის საქართველოს ტეროტორიაზე გატარების თაობაზე. ეს და რიგი სხვა პროექტები ქმნიან საერთო სურათს, რომ საქართველო სულ უფრო და უფრო საინტერესო, მიმზიდველი ხდება ინვესტიციებისა და კაპიტალდაბანდებისათვის, მეზობელი და არამეზობელი ქვეყნებისათვის", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე