ია აბულაშვილი
(01.03.2023)

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პარლამენტში სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით გამართულ დებატებზე აცხადებს, რომ "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო ხმებს ვერ მოაგროვებს. პოლიტოლოგი არ გამორცხავს, რომ ხელისუფლებამ დრო გაჭიმოს და სახალხო დაიმცველის არჩევის საკითხი შემოდგომაზე განიხილოს.

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე "რეზონანსი" ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

"რეზონანსი": სახალხო დამცველის გამჭვირვალედ არჩევა 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსიის მისაღებად უნდა გაითვალისწინოს, თუმცა ამ დრომდე შეთანხმება ვერცერთ კანდიდატზე ვერ მოხდა. შეძლებს "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი ომბუდსმენობისთვის საჭირო 90 ხმის მოგროვებას?

ვახტანგ ძაბირაძე: ძალიან მეეჭვება, რომ ლევან იოსელიანმა ხმების ის რაოდენობა მიიღოს, რომელიც საჭიროა სახალხო დამცველის ასარჩევად. ვისაც გინდა ინტერვიუ ჩამოართვან, ყველა იტყვის, რომ მხარს უჭერს ლევან იოსელიანს, მაგრამ კენჭჩისყრის დროს მის კანდიდატურას ბევრი ჩააგდებს.

რაც შეეხება ხელისუფლებას, მას დრო სჭირდება, ამიტომ შეიძლება დრო გაჭიმოს და სახალხო დამცველი შემოდგომაზე აირჩიოს. რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებას დრო წლის ბოლომდე აქვს. შეუძლია 12 რეკომენდაცია დეკემბერშიც შეასრულოს; დაელოდება, რა სიტუაცია იქნება, ახლა რომ სახალხო დამცველი აირჩიოს, ვეღარ შეცვლის.

"რ": მმართველი პარტია "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს ვენეციის კომისიას გაუგზავნის სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ კომისიის ოფიციალური დასკვნების შემდეგ მიიღებს. ხელისუფლების ეს ნაბიჯი ექსპერტებმა შეაფასეს, როგორ პოლიტიკური ვაჭრობა, დროის მოგება და უკან დახევა. მაინც რა გეგმები აქვს "ოცნებას"?

ვ.ძ: პირველი მოსმენით ამ კანონპრექტებს მიიღებენ, მაგრამ, მერე და მესამე მოსმენა ალბათ ივნისისთვის გადაიდება, ანუ, ფაქტიურად შემოდგომისთვის გადაიდო. დღეს არა მხოლოდ საქართველო, მთელი მსოლიო მოლოდინის რეჟიმშია, რა ვითარება იქნება უკრაინაში. მთელი მსოფლიო უყურებს რა ხდება უკრაინში, როგორ გადალაგდება მსოფლიო პოლიტიკა.

ნელ-ნელა ეს ვითარება უფრო დაიძაბება და ყველა ხვდება, რომ ეს კონფლიქტი მარტივად არ დამთავრდება, ამიტომ ყველა მოლოდინის რეჟიმშია. ამ კანონპროექტს, რომელიც მზადაა, შემოდებენ თარაზე, თუ შეხედავენ, რომ საჭიროა ამ კანონპროექტის მიღება გააცოცხლებენ.

"რ": " ნაციონალურ მოძრაობაში" ახალი თავმჯდომარის არჩევის შემდეგ სიტუაცია ვერ დასტაბილურდა, ნიკა მელია პარტიას არ ტოვებს, თუმცა, დამოუკიდებლად მოძრაობებს იწყებს; თვენი აზრით, რა პერსპექტივა აქვს მელიას დამოკიდებლ პოლიტიკურ აქტივობებს?

ვ.ძ: ნიკა მელიას გამოყოფაზე და ახალი გუნდის ფორმირებაზე შემიძლია ვთქვა, რომ ნაჩქარევად მან გადაწყვტილება არ უნდა მიიღოს, მელიას არსად ეჩქარება. ახალი თავმჯდომარე მოვიდა დაპირებებით, რომ დაიხსნიდა სააკაშვილს და იქნებოდა მწვავე შეტევა ხელისუფლებაზე, ყოველდღე იქნებოდა ხმაური, არ მოასვენებს მთარობას.

ჯერ-ჯერობთ ეს ვერ სრულდება ვერც აქციებით და ვერც სხვა მოძრაობებით. მელაიას აქვს შესანიშნავი საშუალება დაელოდოს პროცესს და იმოქმედოს იმის მიხედვით თუ რა წარმატება ექნება პარტიის დღევანდელ ლიდერს.

თუ ხებეიშვილმა მოლოდინი ვერ გაამართლა, მელიას აქვს შანსი იბრძოლოს ახალი არჩევნებისთვის. მელიას და მის გუნდს პარტიიდან ვერ გარიცხავენ, თუ მაინც და მაინც იძულებული გახდება, შეუძლია პარტია დატოვოს შემოდგომაზე; ხაბეიშვილით გულგატეხილი ამომრჩეველი გაიზრდება და მელიას მეტი მომხრე გაუჩნდება. ნიკა მელიამ სხვების გამოცდილება უნდა გაითვალისწინოს; 2016 წელს ვიღაცეებმაც იჩქარეს. საკმარისი დროს აქვს 2024 წლის არჩევნებამდე.

"რ": ოპოზიციაში დარწმუნებული არიან, ევროკავშირის 27-ივე წევრი სახელმწფოს ერთობლივი მოწოდების გაუთვალიწინებლობა, რომელიც უკვე მიიღო საქართველოს მთავრობამ და ეხება სააკაშვილის სიცოცხლის უფლების დაცვას და საზღვარგარეთ სამკურანლოდ გადაყვანას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსიის მიღებაზე გავლენას მოახდენს...

ვ.ძ: განცხადებების დონეზე თუ დარჩა ეს მოთხოვნა, არა მგონია რომ საკმარისი იყოს, დიდი ზეწოლა თუ იქნება, ალბათ გაუშვებენ სააკაშვილს, თუ არა და ეყოლებათ ციხეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე