თამთა ჩაჩანიძე
(29.01.2023)

უკრაინა დასავლეთისგან „ეფ-16" ტიპის თვითმფრინავების მიწოდებაზე მოლაპარაკების დაწყებას დაჩქარებული ტემპით ითხოვს და აცხადებს, რომ ეს შეიარაღება ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების სიღრმისეული ინფრასტრუქტურისა და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად სჭირდება. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, სატანკო ოპერაციების განხორციელებისთის ავიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და თუ საჰაერო დაცვა არ იქნა, შესაძლოა სატანკო შეტევას აზრი არ ჰქონდეს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ მძმე შეიარაღების მიწოდების პირველი ტალღის ფარგლებში დასავლეთის ქვეყნებისგან უკრაინას 321 ტანკს მიიღებს. სამხედრო ანალიტიკოსების გათვლით, ეს შეიარაღება უშუალოდ ფრონტზე დაახლოებით მარტში გამოჩნდება, რაც სიტუაციას მნიშვნელოვნად შცვლის და უკრაინას დაეხმარება, რომ გაზაფხულზე წარმატებული შეტევითი ოპერაციები განახორციელოს.

მათივე შეფასებით, უკრაინელებს შუძლიათ, რომ ტანკები სტრატეგიულ თავდაცვაში გამოიყენონ და მანევრირებადი ომის მეშვეობით რუსეთის შიარაღებული ძალები „საკმაოდ სერიოზულად დაფერთხონ".

ფრონტზე კი ყველაზე ცხელი წერტილი კვლავ ბახმუტია. ქალაქის ირგვლივ ოპერატიული ალყის საშიშროება იზრდება. რუსები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცდილობენ, რომ უკრაინის შიარაღებულ ძალებს ლოჯისტიკური ხაზები გადაუჭრან.

რატომ ითხოვს კიევი „ეფ-16"-ების სასწრაფოდ მიწოდებას

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განახადა, რომ კიევი დასავლეთის ქვეყნებთან ავიაციისა და შორი მანძილის რაკეტების გადაცემაზე მოლაპარაკებებს დაჩქარებულ რეჟიმში აწარმოებს. მისივე თქმით, კიევს აღნიშნული შეიარაღება სხვადასხვა მიმართულებაზე, მათ შორის ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალების სიღრმისეული ინფრასტრუქტურისა და საარტილერიო საწყობების გასანადგურებლად სჭირდება.

„ვფიქრობ, მოკლე დროში გავალთ შემდგომ ინსტრუმენტებზე, ანუ ავიაციასა და შორი მანძილის რაკეტებზე", - თქვა პოდოლიაკმა.

მისივე თქმით, „პარტნიორებს ეს ყველაფერი ესმით", მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მსოფლიო არქიტექტურის ცვლილების გამო „თავის გარკვეულ კონსერვატიზმზე უარს" ვერ ამბობენ.

ამასთან, დასავლური მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირები პენტაგონს მოუწოდებენ, უკრაინას „ეფ-16" თვითმფრინავები მიაწოდონ, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან.

გამოცემა „პოლიტიკო" აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ანონიმ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არაა, თუმცა არ ფიქრობს, რომ გადაცემაზე უარს იტყვიან.

„არ მგონია, წინააღმდეგი ვიყოთ", - ამბობს აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი.

გენერალი ვახტანგ კაპანაძე „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ „ეფ-16" ტიპის თვითმფრინავი ავიაგამანადგურებელია, იგი უკრაინელთა საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს და ამავე დროს ბრძოლის ველზე ჰაერიდან იმ მძიმე ტექნიკასაც დაიცავს, რაც უკრაინას დასავლთისგან გადაეცემა.

„ეფ-16" საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, გამანადგურებელია მოქმედების ფართო სპექტრით. ამავე დროს ტანკები, რომლებიც უკრაინას გადაეცემა, ჰაერიდან დაცვას მოითხოვს. შესაბამისად, ეს კომპლექსურად უნდა ხდებოდეს", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაიაც ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინისათვის „ეფ-16"-ებისა და თანამედროვე ტანკების გადაცემა კომპლექსურად უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა სატანკო ნაწილებმა ბრძოლის ველზე ეფექტი დაკარგოს და მათი გამოყენება მხოლოდ თავდაცვითი სტრატეგისას იყოს შესაძლებელი.

„საბრძოლო ტანკებისა და მძიმე შეიარაღების კომპონენტების გადაცემა მხოლოდ ერთი ნაწილია და საერთო საჯარისო ოპერაციების განხორციელებისთის ავიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. თუ ის არ იქნა, შესაძლოა ამ სატანკო ნაწილებმა თავიანთი არსი დაკარგონ. რისკია, რომ რუსეთი მათ წინააღმდეგ საერთო საჯარისო ბრძოლის სტრატეგიას გამოიყენებს, მით უმეტეს, როცა საბრძოლო მოქმედებების მართვა გენშტაბმა უკვე თავზე აიღო.

„ახლა ისეთი ოპერაცია, როგორიც უკრაინელებს ხარკოვსა და ხერსონში გამოუვიდათ, ავიაციის გარეშე უკვე აღარ განმეორდება. თუ საჰაერო დაცვა არ ექნათ, მაშინ უკრაინელები ტანკებს მხოლოდ თავდაცვის სტრატეგიისთვის გამოიყენებენ და სტრატეგიულ შტევაზე სუბარი ზედმეტი იქნება.

„ავიაციის კომპონენტი ფრონზე აუცილებელია, თუნდაც მინიმალურ დონეზე მაინც. „ეფ-16" კი მრავალფუნქციური თვითმფრინავია და რაც უფრო მეტს გაგზავნიან, მით კარგი. მაგრამ ზუსტად რამდენი დასჭირდება და რა ეფექტი ექნება, ამას ვერავინ ვერ იტყვის. ეს რომ განსაზღვრო, უშუალოდ შტაბში უნდა იჯდე", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.

როდის გამოჩნდება ფრონტზე თანამედროვე ტანკები

როგორც საფრანგეთში უკრაინის ელჩმა ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა, დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება. დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია.

„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოჯისტიკის საკითხებს, ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას", - განაცხადა დიპლომატმა.

გენერალი ვახტანგ კაპანაძის ინფორმაციით, ამ რაოდენობაში თანამედროვე ტიპის ტანკი 150-მდეა, დანარჩენი კი მოდერნიზებული ვერსიებია. მისი თქმით, ისინი ფრონტზე დაახლოებით 2-3 თვეში გამოჩნდებიან, მანამდე კი უკრაინელთა სახმედრო პერსონალი შესაბამის წვრთნას გაივლის.

„როცა თანამედროვე ტანკებზეა საუბარი, ეს დასავლური ტანკებია. მათი რაოდენობა, თუ არ ვცდები, 150-მდეა, დანარჩენში ისევ ის გაუმჯობესებუილი „ტე-72"-ები იგულისხმება - ის 60 ერთეული, რომელსაც პოლონეთი აძლევს და კიდევ დამატებით საბჭოთა წარმოების ტექნიკა.

„ვერ გეტყვით ტანკები სად არიან, მაგრამ დაახლოებით 2-3 თვე მაინც სჭირდებათ, რომ ჯერ საბრძოლო ეკიპაჟები დააკომპლექტონ და მერე ფრონტზე შიყვანონ. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე უკრაინელები წვრთნებს უკვე გადიან. როცა ამ ტექნიკის შესახებ ინფორმაცია ჟღერდება, ეს ნიშნავს, რომ წვრთნები უკვე დაწყებულია, მომზადებას კი დაახლოებით 1-2 თვე მაინც სჭირდება. ომის პირობებში შეიძლება დაჩქარდეს და დრო შემცირდეს, მაგრამ ორ-სამ დღეში ეს არ გამოდის", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია კი აცხადებს, რომ, დიდი ალბათობით, დასავლეთში „სატანკო კოალიცია" შეიქმნება, რომლის ფარგლებშიც არაა გამორიცხული, რომ უკრაინისათვის დამატებით ტექნიკის გაგზავნეზეც იმსჯელონ.

„პოლონეთის პრეზიდენტმა იდეა წამოაყენა, რომ სატანკო კოალიცია შეიქმნას. მოცემულ მომენტში, ჩემი ინფორმაციით, უკრაინას სავარაუდოდ 400 საბრძოლო ტანკი აქვს. დამატებით 300 ექნება და 700 გაუხდება. დამატებითი ტანკებზე თანხმობა, როგორც ვიცი, მისცა გერმანიამ, პოლონეთმა, ნორვეგიამ, ფინეთმა, ინგლისმა, აშშ-მა, საფრანგეთმა, ნიდერლანდებმა, მემგონი ჩეხეთმაც. აქ საპრეზიდენტო არჩევნები იყო და პეტრ პაველმა გაიმარჯვა, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თვამჯდომარე იყო. ბუნებრივია, ჩეხეთი ამ კოალიციას შუერთდება. ასევე სავარაუდოდ შევა რუმინეთიც, შესაძლოა თურქეთიც.

„ფრონტზე დასავლური ტანკების პირველი ტალღა დაახლოებით ორ თვეში წამოვა, ალბათ მარტში. ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს საბრძოლო მოქმედებების ტიპოლოგიაზე, მასშტაბებზე და უკრაინას დაეხმარება, რომ გაზაფხულზე წარმატებული ოპერაციები განახორციელოს.

„ასევე ტანკები შუძლიათ სტრატეგიულ თავდაცვაში გამოიყენონ და მანევრირებადი ომის მეშვეობით რუსეთის შიარაღებული ძალები საკმაოდ სერიოზულად დაფერთხონ, რამაც შესაძლოა უკრაინელების სასარგბლოდ იმუშავოს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

რა ხდება ყველაზე ცხელ წერტილში

როგორც გენერალი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რუსების მიერ ქალაქ ბახმუტის ალყაში მოქცევის საფრთხე სულ უფრო იზრდება.

„რაც ჩემთვის ცნობილია, ქალაქისთვის ბრძოლები მიდის. რუსებმა კლეშეევკა აიღეს და ცდილობენ, რომ ბახმუტს სამხრეთიდან ალყა შემოარტყან", - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".

ვახტანგ მაისაია კი ამბობს, რომ რუსები ქალაქის შემოვლას ჩრდილოეთიანაც ცდილობენ, ამ მიმართიულებაზე მათ ერთი დასახლებაც კი აიღეს, თუმცა უკრაინამ გადაწყვიტა, რომ ბახმუტისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„ჩემი ინფორმაციით, რუსები ჩღდილოეთიდანაც ცდილობენ, რომ ალყა შემოარტყან, ბახმუტი-სლავიანსკის ტრასა გადაჭრან და ბახმუტი ოპერატიულ ალყაში მოაქციონ. კლეშეეევკა რუსებმა აიღეს და მემგონი ჩღდილოეთით კიდევ ერთი დასახლებაც. რუსების მცდელობა ორი მხრიდანაა, ფაქტიურად უკრაინელთა მთელს 20 ბრიგადას აქცევენ ალყაში.

„როგორც ჩანს, უკრაინამ ჩათვალა, რომ ბახმუტისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დამატებით რეზერვები გადაისროლეს, მათ შორის „აზოველებიც". ბახმუტზე საკმაოდ სერიზული სამხედრო გეოსტრატეგიული კვანძი გადის. სერიოზული ბრძოლები მიდის, რომ არ დათმონ. თუ რუსებმა თავდაცვის მეორე ხაზი გაარღვიეს, მაშინ ბრძოლები მესამე ზღუდეზე გადავა, ასეთ შემთხვევაში რუსები ოპერატიულ სტრატეგიულ სივრცეზე გავლენ.

„თუ ბახმუტი ალყაში მოაქციეს, შემდგომში ბრძოლები სევერსკის, მარიინკისა და ავდეევკის მიმართულებით გადავა. თუ ესეც დაიკავეს, მაშინ სლავიანსკი-კრამატორსკთან გადაინაცვლებენ და თუ ესეც მოახერხეს, მაშინ გამოდის, რომ დონეცკის ოლქი მთლიანად აიღეს და პუტინი მეორე ფაზის გეგმებს შესრულებულად გამოაცხადებს, თუმცა ომს არ დაასრულებს, რადგან მისი მიზანი უკრაინის კორეიზაციაა", - განაცადა მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე