რეზონანსი
(05.04.2024)

მელანო ქიზინიძეს ემშვიდობებიან.  34 წლის ქალი ქმარმა ბათუმიდან მოტყუებით, შუახევში წაიყვანა და მდინარის სანაპიროზე მოკლა. ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.

მკვლელობის შემდეგ, თვითდაზიანებები მიიყენა თავად ბრალდებულმაც, 41 წლის რაულ დეკანაძე ახლა კლინიკაშია გადაყვანილი.

საზარელ მკვლელობას შუახევში თვითმხილველები არ ჰყავს.

„კიდევ ერთი არაკაცის მოკლული ქალი და დედა გამოასალმა სიცოცხლეს და ობლად დატოვა შვილები...“ 

„იცნობდეთ! ცოლი მოსაკლავად გაიმეტა, ორი ანგელოზი კი უდედოდ დატოვა“ - წერენ სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე