რეზონანსი
(04.04.2024)

სოციალურ ქსელში ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორის, ფერიდე შაინიძის სახელით დაწერილმა კომეტარმა საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. კომენტარი შუახევში, ქმრის მიერ მოკლულ ქალს ეხებოდა. "თავში ავარდნილ ქალებს ემართებათ ასე... სიკვდილამდე მიდის მათი საქმე" - წერდა ფერიდე.

ცოტა ხნის წინ, ქვემო ახალშენის საჯარო სკოლამ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავცრელდა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფერიდე შაინიძეს "ფეისბუქ" გვერდი გაუტეხეს.

"სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის დირექცია (სკოლის დირექტორი ფერიდე შაინიძე) ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ტრაგიკულად დაღუპული მელანოს გამო და აქვე გაცნობებთ, რომ ჩემი პირადი ფეისბუქით, Feride Shainidze რომელიც გამიტეხეს და ისარგებლეს ბოროტულად რომელიც ჩემი ოჯახის მიმართ იყო დაწერილი. საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი ჩემი სახელით დაწერილი სტატუსის გამო," - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუ­შინ შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სა­ზა­რე­ლი მკვლე­ლო­ბა მოხ­და. კაც­მა ცოლი სას­ტი­კად მოკ­ლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე