რეზონანსი
(04.04.2024)

ახლობლები ამერიკაში ტრაგიკულად დაღუპულ ქუთაისელ გიორგი ჯაილავას ემშვიდობებიან. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა ავტოავარიაში გარდაიცვალა.

გასული წლის წაფხულში, უბედურ შემთხვევას ემსხვეპლა გიორგი ჯაილავას 5 წლის შვილი. ტრაგედია ჩაქვში 2023 წლის 18 ივლისს მოხდა, 5 წლის ბავშვი სასტუმროს აუზში დაიხრჩო. 

მცირეწლოვნის დაბადების დღე გუშინ იყო...

„წავიდა და გაფრინდა ჩემი პატარა. გაიყოლა ჩემი გულიც, რომელიც მისთვის ფეთქავდა... მენატრები, ბები, მიყვარხარ სიგიჟემდე. დანი, ბებო, გილოცავ შენს დღეს! შეხვედრამდე, ჩემო მონატრებულო!“ - წერდა გუშინ გარდაცვლილი ბიჭის დედა.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე