რეზონანსი
(02.04.2024)

გა­ზა­ფხუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის დროა. 29 აპ­რი­ლამ­დე ვე­ნე­რა ცე­ცხლო­ვა­ნი ვერ­ძის ნი­შან­შია, მერე გა­და­ვა მო­სიყ­ვა­რუ­ლე კუ­როს, თა­ვი­სა­ვე მმარ­თვე­ლო­ბის, ნი­შან­ში. ახლა დაბ­ნე­ლე­ბე­ბის დე­რე­ფანს გავ­დი­ვართ, ზო­გი­ერთ ნი­შან­ზე ეს მოვ­ლე­ნა გან­სა­კუთ­რე­ბულ გავ­ლე­ნას ახ­დენს, ზოგ­ზე სა­ერ­თოდ არ მოქ­მე­დებს, დღე­ი­დან ჩვე­ნი გო­ნე­ბის მარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა - მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­და და ყვე­ლა სფე­რო­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო­საც კი დაკ­ვირ­ვე­ბა გვმარ­თებს. თუმ­ცა, რო­გო­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც არ უნდა იყოს სამ­ყა­რო­ში, სიყ­ვა­რუ­ლის დრო ყო­ველ­თვი­საა. გა­ე­ცა­ნით თქვენ სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნოზს:

 

ვერ­ძი

 

29 აპ­რი­ლამ­დე ვე­ნე­რა თქვენს ნი­შან­შია. მარ­ტო­ხე­ლებს გაქვთ შან­სი, და­უ­კავ­შირ­დეთ სა­ინ­ტე­რე­სო და მიმ­ზიდ­ველ ადა­მი­ა­ნებს. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ­წი­ლად მე­გობ­რო­ბის დო­ნე­ზე დარ­ჩე­ბა. სე­რი­ო­ზუ­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის თემა თქვენ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი არ იქ­ნე­ბა. თუმ­ცა, იქ­ნე­ბა ახა­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, კომ­პლი­მენ­ტე­ბი და პა­ემ­ნე­ბი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ყო­ფილ პარტნი­ორ­თან შეხ­ვედ­რა. და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს მო­გინ­დე­ბათ მარ­ტო ყოფ­ნა და ყვე­ლაფ­რის­გან დას­ვე­ნე­ბა. ზო­გი­ერთს გა­გი­ჭირ­დე­ბათ ემო­ცი­ე­ბის კონ­ტრო­ლი. ეცა­დეთ, პარტნი­ორ­თან მშვი­დად და მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­ნი­ხი­ლოთ წარ­მოქ­მნი­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. აპ­რილ­ში დიპ­ლო­მა­ტია ხელს შე­უ­წყობს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­და­ლა­ხოთ სა­ზღვრე­ბი, რომ­ლე­ბიც და­გა­შო­რებთ ერ­თმა­ნე­თის­გან. მით უმე­ტეს, თუ თქვენ შო­რის გულ­წრფე­ლი გრძნო­ბე­ბია. ნუ ეც­დე­ბით აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი.

 

კურო

 

ვე­ნე­რა 29 აპ­რილს თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა. მარ­ტო­ხე­ლა კუ­როს­თვის შე­იც­ვლე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გზა ადა­მი­ა­ნებ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან. ხმა­ში რბი­ლი ნო­ტე­ბია, თვა­ლებ­ში - გულ­წრფე­ლი მზე­რა. ასე­თი ხიბ­ლით გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის გა­რე­შე არ დარ­ჩე­ბით. თუმ­ცა, 5 აპ­რი­ლის შემ­დეგ გა­გიჩ­ნდე­ბათ დას­ვე­ნე­ბის, გან­მარ­ტო­ე­ბის სურ­ვი­ლი. მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი სვლის დროს არ არის კარ­გი დრო სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბა. ჯო­ბია სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­ხე­დოთ და ზუს­ტად გა­ი­გოთ, რა ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნა გსურთ პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში. და­ფიქ­რდით, რა უშ­ლის ხელს ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბას? აპ­რილ­ში შე­საძ­ლოა შეხ­ვდეთ იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ოდეს­ღაც გიყ­ვარ­დათ და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ გრძნო­ბებ­მა კვლავ გა­იღ­ვი­ძოს. ხოლო ურ­თი­ერ­თო­ბა პო­ზი­ტი­უ­რად გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა, ეს თქვენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­ო­ჯა­ხე­ბულ კუ­რო­ებს შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. მა­ში­ნაც კი, თუ ჯერ კი­დევ არ ხართ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი თქვენს რჩე­ულ­ზე, ურ­თი­ერ­თო­ბა მა­ინც არ იქ­ნე­ბა ჰარ­მო­ნი­უ­ლი. და მხო­ლოდ სიბ­რძნი­სა და კომ­პრო­მი­სის არ­სე­ბო­ბა ხელს შე­უ­წყობს სახ­ლში ხელ­საყ­რე­ლი ატ­მოს­ფე­როს შექ­მნას. მე­უღ­ლეს­თან კონ­ტაქ­ტის დამ­ყა­რე­ბის ეფექ­ტუ­რი გზაა სა­ერ­თო ჰობი ან ერ­თობ­ლი­ვი შვე­ბუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. უფრო ხში­რად გა­დით ბუ­ნე­ბა­ში ან წა­დით სა­მოგ­ზა­უ­როდ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბის­თვის აპ­რილ­ში არ არის მი­ზან­შე­წო­ნი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა. ან რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბა; ნუ და­შორ­დე­ბით საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, მო­მა­ვალ­ში შე­რი­გე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ.

 

ტყუ­პი

 

თუ ჯერ არ შეხ­ვედ­რი­ხართ თქვენს ადა­მი­ანს, იყა­ვით აქ­ტი­უ­რი, გა­ი­ცა­ნით და და­უ­კავ­შირ­დით. კომ­პლი­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ თავს უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად იგ­რძნობთ. სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ მე­გობ­რე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში, წვე­უ­ლე­ბა­ზე ან ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე. ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გაც­ნო­ბა აქ­ტუ­ა­ლუ­რია აპ­რილ­ში. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი რო­მა­ნი ძველ მე­გო­ბარ­თან ან კო­ლე­გას­თან, რო­მელ­თა­ნაც დიდი ხა­ნია ურ­თი­ერ­თობთ. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დულ პე­რი­ოდ­ში ხან­გრძლი­ვი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა. ამ დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ფილ პარტნი­ორ­თან კონ­ტაქ­ტის გა­ნახ­ლე­ბა. შე­საძ­ლოა, გრძნო­ბე­ბი არ იყოს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გორც ადრე, მაგ­რამ კო­მუ­ნი­კა­ცია შე­იძ­ლე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო იყოს. არ­სე­ბულ რჩე­ულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­იც­ვლე­ბა. ერ­თად გახ­სნით ბიზ­ნესს ან იპო­ვით სა­ერ­თო გა­სარ­თობს. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებს მე­უღ­ლეს­თან უთან­ხმო­ე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მო­გი­წევთ მა­ნევ­რი­რე­ბა და დათ­მო­ბა­ზე წას­ვლა. ბუ­ნებ­რი­ვია, თა­ვა­დაც უნდა აკონ­ტრო­ლოთ სა­კუ­თა­რი თავი, ბრძა­ნე­ბე­ბი ან მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა კარ­გს არ მო­გი­ტანთ. მხო­ლოდ რბი­ლი ტო­ნით და საყ­ვე­დუ­რის გა­რე­შე იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. 25 აპ­რი­ლი­დან კარ­გია ერ­თად დრო­ის გა­ტა­რე­ბა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. შე­საძ­ლოა, რო­გორც წყვი­ლი, შე­უ­ერ­თდეთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ვის­თა­ნაც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი გაქვთ. უფრო ხში­რად შეხ­ვდით მე­გობ­რებს, მო­ა­წყვეთ ერ­თობ­ლი­ვი მოგ­ზა­უ­რო­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

 

კირჩხი­ბი

 

აპ­რი­ლის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი შე­სა­ფე­რი­სია მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და მე­გობ­რებ­თან ერ­თად გარ­თო­ბის­თვის. 5 აპ­რი­ლი­დან ვე­ნე­რა გა­და­დის თქვე­ნი კა­რი­ე­რის სახ­ლში. საქ­მი­ა­ნი სა­კი­თხე­ბი უფრო მე­ტად და­გა­კა­ვებთ, ვიდ­რე კო­მუ­ნი­კა­ცია და ოჯა­ხუ­რი საზ­რუ­ნა­ვი. შე­ე­ცა­დეთ იპო­ვოთ ბა­ლან­სი ამ ორ სფე­როს შო­რის, რათა არ მოხ­დეს კონ­ფლიქ­ტე­ბი. კარ­გი დროა ოჯახ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნის გან­სა­ხილ­ვე­ლად, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია გა­და­დოთ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა 25-ის შემ­დეგ, როცა მერ­კუ­რი სვლას გა­ას­წო­რებს. თუ მუდ­მი­ვი პარტნი­ო­რი არ გყავთ, ამ­ბი­ცი­ურ და პო­ზი­ტი­ურ პი­როვ­ნე­ბას მი­ი­ზი­დავთ. მო­გინ­დე­ბათ ჭკვი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. რო­მა­ნი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს კო­ლე­გას­თან ან უფ­როს­თან. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ახა­ლი რჩე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ღა­ლი სტა­ტუ­სის მქო­ნე ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა იყოს. სამ­წუ­ხა­როდ, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დულ პე­რი­ოდ­ში სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ხან­მოკ­ლეა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ნახ­ლე­ბა ადა­მი­ან­თან, ვის­თა­ნაც ადრე მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი გქონ­დათ. ტყუ­ი­ლად არ ამ­ბო­ბენ, ძველ სიყ­ვა­რულს არა­სო­დეს ივი­წყე­ბე­ნო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვემ არ და­უშ­ვათ შეც­დო­მე­ბი, რა­მაც ოდეს­ღაც გან­შო­რე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ქორ­წი­ნე­ბულ კირჩხიბს მე­უღ­ლეს­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი პე­რი­ო­დი აქვს. ერ­თობ­ლი­ვი გეგ­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ წარ­მა­ტე­ბით მო­აგ­ვა­როთ ყო­ველ­დღი­უ­რი სა­კი­თხე­ბი. მეტი დრო გექ­ნე­ბათ დას­ვე­ნე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი სა­უბ­რე­ბის­თვის. ნუ მო­გე­რი­დე­ბათ ისა­უბ­როთ იმა­ზე, თუ რა გიშ­ლით ხელს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის პოვ­ნა­ში ცხოვ­რე­ბა­ში და ინ­ტი­მურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. გა­ნი­ხი­ლეთ სა­ერ­თო მიზ­ნე­ბი, თუ რო­გორ უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ისი­ნი სწრა­ფად ან უჩ­ვე­უ­ლოდ.

 

ლომი

 

თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დავთ. გაჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა შეხ­ვდეთ სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბას. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ ამ პე­რი­ოდ­ში და­წყე­ბუ­ლი რო­მა­ნი გრძელ­ვა­დი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა. ამი­ტომ ფრთხი­ლად იყა­ვით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას, რათა მოგ­ვი­ა­ნე­ბით არ ინა­ნოთ თქვე­ნი ქმე­დე­ბა. გა­ა­ნა­ლი­ზეთ წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­ი­გეთ რა არის თქვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი. აპ­რი­ლის ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი­თა და მოგ­ზა­უ­რო­ბე­ბით მდი­და­რი პე­რი­ო­დია. თუ სა­მოგ­ზა­უ­როდ წახ­ვალ, შე­იძ­ლე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა იქ გა­ა­ბათ. ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მი­მარ­თაც გულ­წრფე­ლი გრძნო­ბე­ბი გა­გიჩ­ნდე­ბათ, იქ­ნე­ბა უნი­კა­ლუ­რი, ნა­თე­ლი პი­როვ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­თა და ჰო­ბით. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა შე­გიძ­ლი­ათ გა­აძ­ლი­ე­რონ თქვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა, უფრო ხში­რად მო­უს­მი­ნეთ პარტნი­ორს ნუ უგუ­ლე­ბელ­ყოფთ ადა­მი­ანს, ვის­თან ერ­თა­დაც დიდი ხა­ნია ცხოვ­რობთ. აპ­რი­ლი შე­სა­ფე­რი­სია დას­ვე­ნე­ბის­თვის, სა­სე­ირ­ნოდ და ქა­ლაქ­გა­რეთ პიკ­ნი­კე­ბის მო­სა­წყო­ბად. ასე რომ ნუ იჯ­დე­ბით სახ­ლში, იყა­ვით აქ­ტი­უ­რი და პო­ზი­ტი­უ­რი. შეხ­ვდით გა­ზა­ფხულს ღი­მი­ლით, გა­ერ­თეთ, ხში­რად შეხ­ვე­დით მე­გობ­რებს. თუ სად­მე წას­ვლას გა­და­წყვეტთ, ჯო­ბია წახ­ვი­დეთ იქ, სა­დაც უკვე იყა­ვით. ყუ­რა­დღე­ბით შე­ა­მოწ­მეთ თქვე­ნი დო­კუ­მენ­ტე­ბი და ნივ­თე­ბი. არა­ფე­რი და­გა­ვი­წყდეთ. მერ­კუ­რი თვის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი რეტ­როგ­რა­დუ­ლია, ამი­ტომ შე­საძ­ლოა მოგ­ზა­უ­რო­ბის გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბი მოხ­დეს. მაგ­რამ ამით გან­წყო­ბა არ გა­გი­ფუჭ­დე­ბათ.

 

ქალ­წუ­ლი

 

ფრთხი­ლად იყა­ვით ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან. თუმ­ცა, გა­იზ­რდე­ბა თქვე­ნი ქა­რიზ­მა და სა­პი­რის­პი­რო სქე­სის­თვის სექ­სუ­ა­ლუ­რად მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბით. მაგ­ნი­ტი­ვით მი­ი­ზი­დავთ სხვებს. მარ­ტო­ხე­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა შეხ­ვდეთ ვინ­მე გან­სა­კუთ­რე­ბულს და და­ი­წყოთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დოა, რომ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ­ში გა­და­ი­ზარ­დოს. მერ­კუ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლია, შე­იძ­ლე­ბა იყოს იმედ­გაც­რუ­ე­ბა, ამი­ტომ, მოგ­ვი­ა­ნე­ბით რომ არ ინერ­ვი­უ­ლოთ, გახ­სოვ­დეთ, რომ ახლა არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­საძ­ლოა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­სუ­ლი­დან, ძვე­ლი მე­გობ­რე­ბიც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, და­ი­წყოთ ურ­თი­ერ­თო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. მა­ში­ნაც კი, თუ თქვენს ოჯახ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არაა და პარტნი­ო­რით კმა­ყო­ფი­ლი ხართ, შე­ე­ცა­დეთ მეტი დრო და­უთ­მოთ მას, უფრო ხში­რად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი, უთხა­რით, რამ­დე­ნად ძვირ­ფა­სია თქვენ­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით შუა აპ­რილ­ში, როცა თქვენს წყვილ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლი, და­ძა­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი და ჩხუ­ბი. კრი­ზი­სის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს ეჭ­ვი­ა­ნო­ბა ან მე­სა­კუთ­რე­ო­ბა. თუ სამ­სა­ხურ­ში მეტ დროს ატა­რებთ, ესეც შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პარტნი­ო­რის მხრი­დან საყ­ვე­დუ­რის ან ბრალ­დე­ბე­ბის მი­ზე­ზი. აპ­რი­ლის ბოლო უფრო მშვი­დი და ხელ­საყ­რე­ლი პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა. შეძ­ლებთ რე­ა­ლუ­რად შე­ხე­დოთ სა­კი­თხებს და იპო­ვოთ ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. ოჯახ­ში ატ­მოს­ფე­რო ნორ­მა­ლიზ­დე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჰარ­მო­ნი­ის პოვ­ნას შეძ­ლებთ.

 

სას­წო­რი

 

29 აპ­რი­ლამ­დე ვე­ნე­რა გა­და­დის თქვე­ნი პარტნი­ო­რო­ბის სექ­ტორს. მარ­ტო­ხე­ლა სას­წორს გირ­ჩევთ, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­ა­ტა­როთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ად­გი­ლებ­ში, შეხ­ვდით და გა­ი­ცა­ნით ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ასე­ვე კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მოგ­ზა­უ­როდ წას­ვლა. თუმ­ცა, აქვე უნდა გა­გაფრ­თხი­ლოთ, რომ თვის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და­წყე­ბუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა არა­სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, სე­რი­ო­ზუ­ლი გაგ­რძე­ლე­ბის გა­რე­შე. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლია მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბით. ახლა ჯო­ბია მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ სა­კუ­თარ თავს, პი­რად საქ­მე­ებს და და­ა­ლა­გოთ ძვე­ლი კავ­ში­რე­ბი. იმუ­შა­ვეთ შეც­დო­მებ­ზე, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ იმედ­გაც­რუ­ე­ბა მო­მა­ვალ­ში. ელო­დეთ ძვე­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის ან ნაც­ნო­ბე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. ამავდრო­უ­ლად, შე­იძ­ლე­ბა თა­ვა­დაც გა­გიჩ­ნდეთ სურ­ვი­ლი გა­ნა­ახ­ლოთ წარ­სუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ან შეხ­ვდეთ თქვენს დიდი ხნის უნა­ხავ მე­გო­ბარს. გირ­ჩევთ და­ე­ლო­დოთ სა­ნამ მერ­კუ­რი თა­ვის პირ­და­პირ მოძ­რა­ო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა რა­ი­მე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ბა­ლან­სის პოვ­ნა სა­მუ­შაო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას შო­რის. სა­სარ­გებ­ლოა და­ის­ვე­ნოთ ყო­ველ­დღი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან და ისა­უბ­როთ თქვენს მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან სა­ერ­თო გეგ­მებ­ზე ან შეს­ყიდ­ვებ­ზე, ან ერ­თად გა­ემ­გზავ­როთ ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში. მეტი დრო და­უთ­მეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის აღ­ზრდის ან გა­ნათ­ლე­ბის სა­კი­თხებს. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი პარტნი­ორ­თან თა­ნაბ­რად გა­და­ა­ნა­წი­ლეთ. ამას­თან, არ უნდა გა­იხ­სე­ნოთ წარ­სუ­ლი ჩხუ­ბი ან შეც­დო­მე­ბი. უნდა იყოთ გულ­წრფე­ლი, გა­მო­ი­ჩი­ნოთ კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა და რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად და­ას­რუ­ლოთ ოჯა­ხუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი. უფრო ხში­რად გა­დით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში, გა­ერ­თეთ, მო­უ­წყვეთ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ემ­ნე­ბი.

 

მო­რი­ე­ლი

 

სა­სიყ­ვა­რუ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო თა­ვი­სუფ­ლად წა­რი­მარ­თე­ბა, მარ­ტო­ხე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი შე­მოვ­ლენ. შე­საძ­ლოა ახა­ლი ნაც­ნო­ბე­ბი თქვე­ნი კო­ლე­გე­ბი გახ­დნენ. შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ო­ფი­სე რო­მა­ნის და­წყე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი გე­ლო­დე­ბათ აგ­რეთ­ვე სა­ჯა­რო ად­გი­ლებ­ში: სა­მე­დი­ცი­ნო და ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, სპორ­ტულ დარ­ბა­ზებ­ში და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე. გა­მო­ავ­ლი­ნეთ ინი­ცი­ა­ტი­ვა, და­ი­წყეთ სა­უ­ბა­რი ან შე­ა­ქეთ თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. მაგ­რამ გახ­სოვ­დეთ, რომ მერ­კუ­რი 25-მდე რეტ­როგ­რა­დუ­ლია. ამი­ტომ, ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თან სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას ნუ და­ი­წყებთ, სა­ნამ პლა­ნე­ტა არ გა­ას­წო­რებს მოძ­რა­ო­ბას. აპ­რილ­ში და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დიდი სი­ხა­რუ­ლი და პო­ზი­ტი­ვი იქ­ნე­ბა. ეს კარ­გი პე­რი­ო­დია სახ­ლის რე­მონ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მო­ვა­ლე­ო­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო სა­კი­თხე­ბი წარ­მა­ტე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა, თუ ინი­ცი­ა­ტი­ვას გა­მო­ი­ჩენთ და სა­მუ­შა­ოს უმე­ტეს ნა­წილს სა­კუ­თარ თავ­ზე აი­ღებთ.

 

მშვილ­დო­სა­ნი

 

თვის პირ­ველ დღე­ებ­ში თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ოჯახ­თან და მე­გობ­რებ­თან საკ­მა­ოდ ინ­ტენ­სი­უ­რი იქ­ნე­ბა. აპ­რილ­ში სა­სარ­გებ­ლოა სხვა­დას­ხვა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ად­გი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ახა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბა. ზო­გა­დად, ეს თვე ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის. შეძ­ლებთ გა­აძ­ლი­ე­როთ პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, გა­ხა­დოთ ისი­ნი უფრო სა­სი­ა­მოვ­ნო და კომ­ფორ­ტუ­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ყო­ფილ რო­მან­ტი­კულ პარტნი­ორს და­უბ­რუნ­დეთ. შე­გიძ­ლი­ათ სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში წახ­ვი­დეთ ან ეწ­ვი­ოთ იმ ად­გი­ლებს, სა­დაც ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდით. მო­ა­წყვეთ პა­ე­მა­ნი, გა­ა­ო­ცეთ თქვე­ნი პარტნი­ო­რი, აჩუ­ქეთ ის, რაც პირ­ველ შეხ­ვედ­რას მო­გა­გო­ნებთ. არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის და­საძ­ლე­ვად, გირ­ჩევთ ღიად ისა­უბ­როთ პრობ­ლე­მებ­ზე და გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ან საზ­რუ­ნა­ვი პარტნი­ორს. ზო­გი­ერ­თი ძვე­ლი სა­კი­თხი ან წყე­ნა შე­იძ­ლე­ბა დაბ­რუნ­დეს თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ნუ ეც­დე­ბით სა­უბ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბას, ეცა­დეთ გა­არ­კვი­ოთ თქვენ შო­რის არ­სე­ბუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ ბავ­შვე­ბის აღ­ზრდის სა­კი­თხებს. ზო­გი­ერ­თი პრობ­ლე­მა ბო­ლომ­დე არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა, ამი­ტომ ისევ უნდა და­უბ­რუნ­დეთ მათ და და­ხუ­როთ ეს თემა. თუ თქვე­ნი შვი­ლე­ბი ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ, შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ლოდ­ნე­ლად გეს­ტუმ­რონ და სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზი მო­გი­წყონ. არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­უბ­რუნ­დეთ თქვენს ჰო­ბის და კვლავ და­ი­წყოთ ძვე­ლი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

 

თხის რქა

 

შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ გარ­კვე­უ­ლი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა და გა­ურ­კვევ­ლო­ბაც კი. ზო­გი­ერ­თი გა­ნიც­დის ეჭვს და ცრურ­წმე­ნას იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­ზეც ზრუ­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მარ­ტო­ო­ბა­ში მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ, გირ­ჩევთ, არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ ოჯა­ხუ­რი კავ­ში­რე­ბი, მეტი კო­მუ­ნი­კა­ცია გქონ­დეთ მათ­თან და შა­ბათ-კვი­რა ერ­თად გა­ა­ტა­როთ. არის შან­სი, რომ ახ­ლობ­ლებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­გაც­ნოთ. თუმ­ცა, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დროს და­წყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლად აღ­ქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია. და­ე­ლო­დეთ თვის ბო­ლოს და შემ­დეგ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. თუმ­ცა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი დროა გა­წყვე­ტი­ლი კავ­ში­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბის­თვის და წარ­სულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად. თუ უკვე იპო­ვეთ თქვე­ნი სუ­ლი­ე­რი მე­გო­ბა­რი, ეს თვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თქვე­ნი წყვი­ლის­თვის. ახლა თქვენ გაქვთ კარ­გი ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, ნა­ყო­ფი­ე­რად გა­ნი­ხი­ლავთ სა­ერ­თო გეგ­მებს და ღიად სა­უბ­რობთ თქვენს მიზ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე. უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­დღი­ურ სა­კი­თხებ­ზე მეტი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა გმარ­თებთ, ეკო­ნო­მი­კუ­რი და ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა მო­გი­წევთ. თუ და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ რე­მონ­ტით ან სახ­ლის აშე­ნე­ბით, მო­ემ­ზა­დეთ დაგ­ვი­ა­ნე­ბი­სა და მცი­რე პრობ­ლე­მე­ბის­თვის, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ნად­გუ­როს თქვე­ნი გეგ­მე­ბი. გაფრ­თხილ­დით, თვის ბო­ლოს მცი­რე ჩხუ­ბი ნა­თე­სა­ვებ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­იძ­ლე­ბა დიდ სკან­დალ­ში გა­და­ი­ზარ­დოს, ამი­ტომ გა­მო­ავ­ლი­ნეთ სიმ­შვი­დე და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა. აგ­რეთ­ვე, არ და­ი­ვი­წყოთ თქვე­ნი პი­რა­დი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და მო­თხოვ­ნე­ბი; და­უთ­მეთ დრო დას­ვე­ნე­ბას.

 

მერ­წყუ­ლი

 

შე­იძ­ლე­ბა იგ­რძნოთ, რომ რო­მე­ლი­მე ძვე­ლი მე­გო­ბა­რი ან კო­ლე­გა თქვენ მი­მართ სხვა­ნა­ირ ინ­ტე­რესს გა­მო­ხა­ტავს. აპ­რილ­ში ქა­რიშ­ხლი­ა­ნი, მაგ­რამ ხან­მოკ­ლე რო­მა­ნი გე­ლო­დე­ბათ. ასე­ვე არის შან­სი ერ­თდრო­უ­ლად აღ­მოჩ­ნდეთ ორ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. თუმ­ცა, კარ­გი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან დიდი და­ნა­კარ­გე­ბის გა­რე­შე გა­მოხ­ვი­დეთ. ზო­გა­დად აპ­რი­ლი არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო სე­რი­ო­ზუ­ლი და ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი გი­ბიძ­გებთ და­უშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი, რა­მაც იმედ­გაც­რუ­ე­ბა და წყე­ნა მო­გი­ტა­ნათ წარ­სულ­ში. შე­საძ­ლოა კვლავ შეხ­ვდეთ წარ­სულ სიყ­ვა­რულს ან ადა­მი­ანს, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია იც­ნობთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა მეტი ყუ­რა­დღე­ბა და სიფრ­თხი­ლე უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოთ მე­ო­რე ნა­ხევ­რის მი­მართ. იყა­ვით ტაქ­ტი­ა­ნი, შე­ე­ცა­დეთ არ უგუ­ლე­ბელ­ყოთ ოჯა­ხის თხოვ­ნა ან რჩე­ვა. გახ­სოვ­დეთ, რომ ამ დროს და­წყე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ან ჩხუ­ბი დიდ­ხანს გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა. ახლა თქვენ­თვის ად­ვი­ლია კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა, უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზის და­ნახ­ვა და პარტნი­ორ­თან მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბა. თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი წრე შე­საძ­ლოა გა­ფარ­თოვ­დეს მრა­ვა­ლი საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რის გამო, მაგ­რამ ამ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა და დრო დას­ჭირ­დე­ბა. შე­ე­ცა­დეთ თა­ნაბ­რად გა­ა­ნა­წი­ლოთ თქვე­ნი რე­სურ­სე­ბი.

 

თევ­ზე­ბი

 

აპ­რი­ლი­დან უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით, აი­მაღ­ლებთ თვით­შე­ფა­სე­ბას. ეს სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას გა­გი­ად­ვი­ლებთ და წარ­მა­ტე­ბულს გაგხდით. და­გეხ­მა­რე­ბათ, თუ ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის პოვ­ნა გსურს. ზო­გი­ერ­თი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი თუ სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­და­ი­ხე­დე­ბა და შე­საძ­ლოა გაქ­რეს თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან. თუმ­ცა, მერ­კუ­რის რეტ­როგ­რა­დუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გამო, არ არის შე­სა­ფე­რი­სი დრო ახა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. უმ­ჯო­ბე­სია არ იჩ­ქა­როთ დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა, მი­ხე­დოთ მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­ად­გი­ნოთ მო­მავ­ლის გეგ­მე­ბი. შე­იძ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდნენ ადა­მი­ა­ნე­ბი ან მე­გობ­რე­ბი წარ­სუ­ლი­დან. გირ­ჩევთ, არ გა­ი­მე­ო­როთ შეც­დო­მე­ბი, თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი. და­წყვი­ლე­ბუ­ლებს გირ­ჩევთ, გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა და სიმ­შვი­დე პარტნი­ო­რის მი­მართ. ნუ მი­ი­ღებთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და­უ­ფიქ­რებ­ლად, რაც წვრილ­მა­ნებ­ზე ხშირ ჩხუბს გა­მო­იწ­ვევს. ფი­ნან­სურ სა­კი­თხებ­ზე კა­მა­თი გა­უ­გებ­რო­ბა­სა და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მო­იწ­ვევს. თვის ბო­ლოს ოჯახ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მოს­წორ­დე­ბა, კომ­პრო­მი­სუ­ლი გა­მო­სავ­ლის პოვ­ნას შეძ­ლებთ და ურ­თი­ერ­თო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა. შე­ამ­ცი­რეთ მო­თხოვ­ნე­ბი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ, იყა­ვით ლმო­ბი­ე­რი და ნუ გა­აკ­რი­ტი­კებთ ზედ­მე­ტად. უნე­ბუ­რად წარ­მოთ­ქმულ­მა მკაცრ­მა სი­ტყვამ შე­იძ­ლე­ბა ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე